“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია, აცხადებს პროცესი, რომელიც დღეს პარტიამ დაიწყო, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.
ამის შესახებ მელიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე საუბრობს:
“რაც არ უნდა ორგანიზებული პოლიტიკური ძალა არსებობდეს, რაც არ უნდა პოლიტიკურად შემართული იყოს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა, გარკვეული, განსაზღვრული დროის შემდეგ მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების განახლება, პოლიტიკურ პარტიაში გადანაცვლებები იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამ ქვეყნის და ამ სახელმწიფოს საკეთილდღეოდ. რა თქმა უნდა, ცვლილებების აუცილებლობა განპირობებულია იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს “ნაციონალური მოძრაობა” და ქვეყანა დგას. პროცესი, რომელიც დღეს დავიწყეთ, გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით”, – ამბობს ნიკა მელია.