“1994 წელია. რეზო ამაშუკელის, მეგობარი და თანამებრძოლი ვარ… “ჯიგარი ხარ”- იყო ყველაზე დიდი შეფასება ჩემი ამ ქვეყნად ყოფნის…”

January 10, 20:16
0
646

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია პოეტ რეზო ამაშუკელთან ერთად გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და მასთან ერთად გატარებულ პერიოდს იხსენებს.

„ეს 1994 წელია… მე, მაგარი პოეტის, რეზო ამაშუკელის, მეგობარი და თანამებრძოლი ვარ… დღეს ის წავიდა მარადისობაში… სამშობლოს სიყვარულით, სამშობლოსთვის ბრძოლით, მართალი სიტყვის, როგორც ბრძოლისას ტყვიის სროლით დაღლილი… სატელევიზიო გამოსვლების შემდეგ მირეკავდა და – ჯიგარი ხარო – მეუბნებოდა… მერე კი, მაკრიტიკებდა და უამრავ შენიშვნას მაძლევდა… ეს – ჯიგარი ხარო- იყო ყველაზე დიდი შეფასება ჩემი ამ ქვეყნად ყოფნის… მომენატრებით, ბატონო რეზო ძალიან მომენატრებით…“, – წერს ხოფერია.

Cesko