რამდენი დღის წინ “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები გახსნა. მისაღები “ნაცმოძრაობის” ოფისში გაიხსნა. ექსპრეზიდენტის წარმომადგენელმა სოფოჯაფარიძემ განაცხადა, რომ ეს არის ადგილი, სადაც საზოგადოება გაიგებს, თუ რა ნაბიჯები იდგმება სააკაშვილის გასათავისუფლებლად.
“სააკაშვილის მისაღების” გახსნას მწერალი ლაშა ბუღაძე ეხმიანება და ამ იდეას აკრიტიკებს:
“ახლა შემომხვდა “მიხეილ სააკაშვილის მისაღების” ფოტოები და თავიდან ვიფიქრე, რომ მარინა აბრამოვიჩის ინსტალაციაა. კიდია პიჯაკები, იქვე დევს ბოტასებიც და წინ კი ცარიელი მაგიდა დგას… კართან წარწერით: “საქართველოს პრეზიდენტი”. ოღონდ თავად სუბიექტი იქ არ მდებარეობს.
ჰოდა, რა არის ეს? ეჟენ იონესკოს პიესაა აბსურდის ჟანრიდან თუ სპირიტისტული სეანსის სივრცე? შეხვალ, პრეზიდენტის პიჯაკს ჩაუთქვამ სურვილს და ბოტასი კი მისაღების გამხსნელის ხმით ამოგძახებს: “გადაგზავნილია”… აბა, ოთახში თავად არ ზის და…უკაცრავად, მაგრამ რას ამასხარავებთ ამ კაცს, რომელიც ობიექტურად მძიმე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაშია?!
შეხედეთ მის ჩართვას სასამართლოზე და დარწმუნდებით…თუ თავს თვითონვე იმასხარავებს?! ალბათ, არც უმაგისობაა…ცოტა მეტი სერიოზულობა რომ მართებდეს ყველას, უთუოდ კარგი იქნებოდა. მაგრამ უკვე გვიანია… “მრევლი” პიჯაკებთან კომუნიკაციითაც კმაყოფილია”, – წერს ლაშა ბუღაძე “ფეისბუქის” გვერდზე.
სხვა სიახლეები:
“ზოგი ზრდასრული იყო, ზოგიც – ბავშვი…” – ისრაელის ერთ-ერთ კიბუცში 100-ზე მეტი გვამი იპოვეს – დეტალები
ყაზახი ვანგა მსოფლიოს უდიდეს ქვეყანას უბედურებას უწინასწარმეტყველებს
🎥 “ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე გადაღებული ვიდეო” – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში
ლონდონში ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის, ინა გუდავაძის £10 მილიონიანი სახლი დაიწვა
🎥 “ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე გადაღებული ვიდეო” – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში