ლელა კაკულია გვერდზე მის მიერ ისრაელთან დაკავშირებით დაწერილი წინასწარმტყველებები ვცრელდება.
მეგობრებო, ისრაელსა და პალესტინას შორის განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, შეგახსენებთ ქალბატონ ლელა კაკულიას მხოლოდ რამდენიმე (!) წინასწარმეტყველებას ისრაელის შესახებ.
ეს წინასწარმეტყველებები 1992 წლიდანაა ჩაწერილი და გამოქვეყნებული როგორც გაზეთში „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, ისე სხვადასხვა წლებში და ენებზე გამოცემულ მის წიგნებში „ახალი სიტყვა“.
1992 წელი, 22 მარტი
ისრაელში ომი გრძელდება. მუსლიმები გაერთიანდებიან და ომს უცხადებენ მსოფლიოს. ამერიკა შეცდომას შეცდომაზე უშვებს, ხდება განხეთქილება, მაგრამ ღმერთი არ წირავს ისრაელის შვილებს.
1993 წელი, 20 აპრილი
ისრაელს ელის ძალიან მძიმე პერიოდი. ძალიან გაუჭირდება, ცეცხლოვან ბურთში მოექცევა…
1996 წელი, 26 მაისი
ისრაელი არ არის პალესტინა. არ არსებობს! იერუსალიმი და გოლანის მაღლობები ეკუთვნით ებრაელებს. არაბები განიდევნებიან.
1998 წელი, 18 ნოემბერი
ისრაელმა არ უნდა დათმოს თავისი მიწები!
ებრაელები და არაბები ვერ მორიგდებიან, არის სიკვდილები და დივერსიები.
<…>
საერთო ჯაში, ისრაელი დიდ სირთულეებს გადაიტანს, მაგრამ გამარჯვებული გამოვა ამ ომებიდან. ვხედავ, დღეს დაბრუნებულ ოკუპირებულ მიწებზე მომავალში ებრაელები აშენებენ ისევ და ცხოვრობენ — ამ ტერიტორიებს საშვილიშვილოდ იბრუნებენ.
1998 წელი, 18 დეკემბერი
ამერიკელ სამხედროებს, ჯარს ვხედავ ისრაელის ტერიტორიაზე. იხსნება საიდუმლო, მიწაში ჩამარხული ბაზები. ეს რაკეტებია (ყოველთვის მიჭირს იარაღის ამოცნობა). ცეცხლოვანი ნაკადი მიედინება მუსლიმებისკენ, ყველაფერი იწვის.
1992 წლის წინასწარმეტყველებაში აღვნიშნე: „ისრაელი მოემწყვდევა ცეცხლოვან ბურთში. იგი რჩება ღმერთის ანაბარა“. ჰოდა, მართლაც ღმერთი უშველის ისრაელს.
<…>
ვხედავ, ბომბები ფეთქდება, ყველგან ისვრიან, ცაც ცეცხლიანია და ირგვლივაც ცეცხლია. ისრაელის დატოვება ბევრს მოუწევს დროებით, მაგრამ ისრაელთ არ უნდა ეშინოდეთ!
1998 წელი, 19 დეკემბერი
დიდი ომი გაჩაღდება, მაგრამ მუსლიმნი ვერ გაარღვევენ იმ დაცვით რკალს, რომელიც ღმერთისაგანაა შემოვლებული ისრაელის თავზე.
<…>
მუსლიმები ვერ შეაღწევენ ისრაელში, ისინი ვერ აიღებენ და ვერ შეურაცხყოფენ ქრისტეს ადგილსამყოფელს.
<…>
ისრაელი დიდ მორალურ დარტყმას მიიღებს, მაგრამ ვიმეორებ ასჯერ ნათქვამ სიტყვებს: ღმერთი არ გაწირავს ისრაელის შვილებს!
პირიქით, ღაზის სექტორიდან მუსლიმებს გაყრიან, დაიბრუნებენ საკუთარ მიწებს და დაიწყება მშენებლობები. ვხედავ, მომავალში ხალხი თავის ადგილს უბრუნდება.
2008 წელი, 23 დეკემბერი
ისრაელი იკანონებს ტერიტორიებს. ომი შეწყდება, ზავი დაიდება მუსლიმებთან. ღაზის სექტორი არ იარსებებს. იქ ებრაელებს ვხედავ.
2009 წელი, 8 იანვარი
ვხედავ, ისრაელი პალესტინაში საკუთარ პროგრამას ბოლომდე მიიყვანს, სამხედრო ოპერაციებს არ შეწყვეტს. ევროპა და ამერიკა კი მოლაპარაკებებს იმდენ ხანს გაწელავენ, რამდენი ხანიც ისრაელს სჭირდება „კრაზანების ბუდის“ დასანგრევად, ანუ ტერორისტების გასანადგურებლად. ამ ოპერაციას ყველა მიესალმება. ბოლოს და ბოლოს, თავგასული ტერორისტები, რომლებიც რუსულ რაკეტებს უკვე ისრაელის ქალაქებს უშენენ, აღარ იარსებებენ. ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს!
ვხედავ, თუ მუსლიმური ქვეყნები ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთვებიან, მაშინ ამერიკაც გააქტიურდება და დაიწყება დიდი ომები, რომელიც ოცი წლის წინ დავინახე და ვიწინასწარმეტყველე.
დღეს კი ვხედავ, დიდი ომები იწყება, ანუ ოცი წლის წინ დანახული წინასწარმეტყველებები სრულდება: მსოფლიო იძაბება, ისრაელი ცეცხლოვან ბურთში მოემწყვდევა და ღმერთის ანაბარა რჩება. და ღმერთი უშველის ისრაელის შვილებს!!!
2009 წელი, 9 იანვარი
რუსეთის პრეზიდენტი დიდად კმაყოფილია იმით, რაც ისრაელში ხდება. რუსებისგან ნაყიდი იარაღით აფეთქებენ მუსლიმები ისრაელის ქალაქებს, მაგრამ ვხედავ, ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს, თუნდაც მთელი მუსლიმური სამყარო შეებრძოლოს!
2011 წელი, 20 აპრილი
ისრაელი რთულ მდგომარეობაშია. თუმცა ვხედავ, რომ ისრაელი უკან არ დაიხევს. დიდი სიფრთხილე მართებთ მუსლიმებს, ვინაიდან ვხედავ, ისრაელი ბირთვული ბომბის სროლასაც არ მოერიდება.
დიახ, ეს მკაფიოდ ჩანდა ადრეც და ჩანს დღესაც. ფრთხილად!
ისრაელი მუსლიმებს სამკვდრო-სასიცოცხლო ომს უცხადებს, არავის და არაფერს არ მოერიდება, ყველა იარაღს გამოიყენებს, არ ახსოვს არც ომის კანონები და არც დემოკრატიული გადაწყვეტილებები. პალესტინას სასტიკად გაუსწორდებიან, მიწის პირისგან აღგვიან, არავის ინდობენ, ვინაიდან არც ებრაელებს ინდობს ვინმე.
2012 წელი, 14 თებერვალი
გეოპოლიტიკა დიდ როლს თამაშობს, მაგალითად, ისრაელის შემთხვევაში, რომელიც ძალიან საშიშ ზონაში მდებარეობს. ისრაელი მტრულად განწყობილი ქვეყნების რკალშია მოქცეული. კიდევ კარგი, რომ ეს მიწა იესოს სამშობლოა, რითაც ისრაელი დაცულია — ქრისტიანული სახელმწიფოები არავის არ მისცემენ ამ ადგილების განადგურების უფლებას.
ამ მიწებზე ყოველთვის იყო ბრძოლები, მაგრამ ყოველთვის უფლის ძალა იმარჯვებდა. ყველა ომი, რომელიც კი წამოიწყება ისრაელის მიწაზე, მოწინააღმდეგის დამარცხებით დამთავრდება! ასე იყო წარსულში და ასე იქნება მომავალშიც.
ამ ადგილს დიდი ენერგიები იცავს კოსმოსიდან. აქ დაიბადა უფალი, ამ წერტილიდან გავრცელდა მთელ მსოფლიოში ქრისტიანობა და ამ წმინდა ადგილების შეხება საკუთარი თავისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანას ნიშნავს.
ვიმეორებ: ისრაელის სახელმწიფოს სწორედ ეს სიწმინდეები იცავს განადგურებისგან და თუკი მას საშიშროება დაემუქრება, მთელი საქრისტიანო აღსდგება უფლის მიწის დასაცავად. ასე რომ, ფრთხილად!!!
2013 წელი, 15 თებერვალი
ებრაელები არავის არაფერს შეარჩენენ, რა თქმა უნდა, არც პალესტინას დაუთმობენ არაფერს. ებრაელები მომავალში ყველანაირ შეტევას გაუძლებენ, ყველანაირ ომს მოიგებენ საბოლოო ჯამში.
2013 წელი, 4 ნოემბერი
ისრაელში ყველა და ყველაფერი მობილიზებულია ომისათვის. ახლა თავად ისრაელია საშიში მუსლიმური სამყაროსთვის. რაც უნდა გაერთიანდეთ მუსლიმები, ნუ იფიქრებთ, რომ ისრაელს დაამარცხებთ.
ამწუთას ვხედავ იესოს გაღიმებულ სახეს. მესმის ხმა: „ისრაელს ყოველთვის წვავდით, მაგრამ ვერ ერეოდით და ვერც მოერევით. ფრთხილად, ადამიანებო!“