„ცხოვრებაში პირველად შემეშინდა… ვიკითხე, ჟანგბადი რამდენ ხანს მეყოფოდა… ომში აღმოვჩნდი“ – ზვიად გამსახურდიას ყოფილი რძალი

0
2235
53 Views

„პრაიმტაიმმა“ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ზვიად გამსახურდიას ყოფილ რძალთან, სოფო ჩიკვილაძესთან, რომელიც ახლა ისრაელში იმყოფება.

სოფო ამბობს, რომ ისრაელში დასასვენებლად ჩავიდა, თუმცა, მოულოდნელად ომში აღმოჩნდა.

ახლა თელ-ავივის გარეუბანთან ვიმყოფები, აქ აეროპორტია ახლოს, ამ ადგილს ჰქვია იაჰუდი. ყველაზე დაცულ ადგილად ითვლება ეს ტერიტორია. მადლობა ღმერთს, აქ არაფერი არ ჩამოვარდნილა. ამ ეტაპზე ისრაელში ყველაზე კარგად ორი ადგილია დაცული – იაჰუდი და სავიონი, მაგრამ მაინც არის საფრთხე.

– გვიამბეთ, როგორ დაიწყო „ჰამასის“ თავდასხმა ისრაელში?

– შაბათს, იერუსალიმში ვაპირებდი წასვლას მოსალოცად. 7 საათზე მაღვიძებს ბომბების ხმა, კოშმარი იყო. თავიდან ვიფიქრე, ხომ არ მელანდება-თქო, საშინელება იყო, ვერც კი ავხსნი, ეს რა არის. ყველა შოკში იყო, ამას არავინ არ ელოდებოდა. 50 წლის წინ იყო მსგავსი შემთხვევა. ღაზას სექტორთან ახლოს ტარდებოდა ფესტივალი, სადაც დაახლოებით 3000-ზე მეტი ადამიანი იყო, ზუსტი რაოდენობა არავინ იცის. ამ ფესტივალიდან დაიწყო ყველაფერი.

უფლებას მივცემ თავს და ვიტყვი, ყველანი ახალგაზრდები იყვნენ, ჩახოცილები არიან არა მხოლოდ ისრაელის მოქალაქეები, არამედ ამერიკის, იტალიის, გერმანიის მოქალაქეები და ტურისტები. ფესტივალის ტერიტორიაზე 260-ზე მეტი ცხედარი მოაგროვეს, მძევლების რაოდენობა არავინ იცის. ღაზას სექტორთან პატარა სოფლებია, სახლში უვარდებოდნენ ხალხს. ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს იტაცებენ.

შაბათს, მთელი დღე გავატარეთ დაცულ ოთახში, ისიც ვიკითხე, თუ ტერორისტები შემოვლენ ხომ არ ჩაგვცხრილავენ. ჩემს სახლს აქვს ორი კარი, სამზარეულოდან გადიხარ დაცულ ოთახში, რომელსაც „სეიფ რუმს“ ვეძახი. ძალიან რომ გავიჭირვოთ 10 ადამიანის დატევა შეიძლება, ეგ ფუფუნება გვაქვს, მადლობა ღმერთს. როგორც იცით, სირენა მაშინ ირთვება, როდესაც ჭურვებს ისვრიან და სანამ ის აფეთქდება, შევდივართ დაცულ ოთახში. ისიც ვიკითხე, აქ ჩაკეტილ შენობაში, ჟანგბადი რამდენ ხანს მეყოფოდა, მაგაზე პასუხი ვერ გამცეს, არ იციან. ჩათვალე ხარ ჩაკეტილ ოთახში. სირენა ჩვენთვის არის გამაფრთხილებელი ნიშანი, ნამსხვრევებისგან თავდასაცავად, თორემ ბომბებს ვინ გადაურჩება.

ერთმა ვიდეომ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, „ჰამასის მებრძოლებმა“ მოხუცი გაიტაცეს, შეიძლება ის ქალი ახლა ცოცხალიც აღარ არის, დასცინოდნენ ტერორისტები, მაგრამ მიუხედავად ამისა, სახიდან ღიმილი ვერ მოაშორეს, ამაყად იდგა, თითქოს სახეზე ეწერა: მე კი ვარ ისრაელის მოქალაქე, კი გამიტაცეთ, მომკლავთ, მოკვდები ღიმილით.

– თავდასხმიდან მეორე დღე –  რა ვითარება იყო ისრაელის სხვა ქალაქებში?

– კვირას მთელი დღე სიმშვიდე იყო, თუმცა დაიბომბა ბევრი ქალაქი ღაზისკენ. დღეს ჩვენთანაც დაიწყო. აშთოთში და აშქელოდში ძალიან ცუდი სიტუაციაა, ეს ორივე ქალაქი ღაზის სექტორისკენაა.

დღეს სირენა ჩაირთო, შეტყობინებაც არ მოვიდა, მარტო ვიყავი იმ მომენტში და ცხოვრებაში პირველად შემეშინდა. სხვაგან არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ, ამ უბანში სადაც მე ვარ, მხოლოდ ერთი მაღაზიაა ღია, ისიც პროდუქტების. მარტო ვიყავი, ჩავიკეტე, ეს იმხელა სტერესია… ბომბები, რომ ფეთქდება კარები ზანზარებს და გგონია, რომ ვიღაც გაღებას ცდილობს. ბევრ სახლს არ აქვს დაცული ოთახი, ზოგ ქალაქში გარეთაა საერთოდ ბუნკერი.

დღეს გაიგეს ჩემმა შვილებმა რაც აქ ხდება, მანამდე არ ვეუბნებოდი, ვაკუუმი მქონდა ბავშვებთან, ჩემმა პატარა შვილმა, ცოტნემ რომ მკითხა, დედა ზღვაზე არ გადიხარო? ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი, დედა რა ზღვა ვიბომბები-თქო. საქართველოს მოქალაქეები კი არა, ისრაელის მოქალაქეები არ იყვნენ იმისთვის მზად, რაც ახლა ხდება.

ჩემთან ერთადაა ერთი ქართველი, ჩემი მეგობარი, სხვა ქალაქში ცხოვრობს, დაცული ოთახი არ აქვთ იქ და მოვიწვიე.

გუშინ პირველად ვიყავი გასული გარეთ და შავებში ჩაცმული ორი ადამიანი ტერორისტი მეგონა. ჩემი თვალით რაც ვნახე, საკვების დეფიტიცი არ არის. დღესაც, რაც დავაბარე, ამოიტანეს, მაგრამ მერე რა იქნება, არ ვიცი. რომ გავედი გარეთ, ქუჩები იყო ცარიელი, მხოლოდ 2 ადამიანი დავინახე. დიდ მაღაზიაში ალბათ, მხოლოდ 5 ადამიანი იყო. ჩემს უბანში სამართალდამცველები არ დადიან, თუმცა დადიან შემოწმებებზე, აჩერებენ ავტომობილებს, მოქალაქეებს. ამ წუთებში ბომბავენ იერუსალიმს, ახლა მომივიდა შეტყობინება. ზოგს ჰგონია, რომ მარტივადაა ყველაფერი, თუმცა არაა ეგრე.

– რას საქმიანობთ ისრაელში?

– მე მაქვს ოფიციალური მოწვევა, შემოსვლის პრობლემა არასდროს მაქვს, ოღონდ, აქ არ ვმუშაობ. როგორც იცით, ჩინეთში ვცხოვრობდი. იმპორტ-ექსპორტია ჩემი საქმიანობა, დამკვეთებთან შეხვედრები და მოლაპარაკებები. ახლა იმიტომ ჩამოვედი აქ, რომ დაბადების დღე მქონდა 24 სექტემბერს, მთელი ზაფხული ვერ დავისვენე და შვებულებისთვის ჩამოვედი, აქ კიდევ ზაფხულია, თუმცა, ომში აღმოვჩნდი.

ვეხმარები ხოლმე აქაურ ქართველ ემიგრანტებს, რომ მოვდივარ, საბუთები მომაქვს, რა თქმა უნდა, თანხის გარეშე ვაკეთებ ამ ყველაფერს. ახლაც ჩამოვუტანე რამდენიმეს, რომ ვიცი რომელ ქალაქებში არიან, ამოვიჩემე. ისე ვნერვიულობ, ვურეკავ, ვეუბნები იქნებ დააღწიოთ თავი.

2016 წლიდან დღემდე, სულ მაქვს მიმოსვლა ისრაელში, თუმცა, ასეთი რამ არასდროს ყოფილა. ყოფილა დაბომბვა, ვყოფილვარ დაცულ ოთახშიც და მეორე დღეს ცხოვრების რიტმს უბრუნდები. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ…

– რა ისტორიებს ჰყვებიან თქვენს ირგვლივ ადგილობრივები? 

– მე ვისთანაც ვარ სტუმრად, ეს ადამიანი არის პატრიოტი, ვეხვეწებოდი, თუ რამე შანსი იქნება საქართველოში წამოდი-თქო, უარი მითხრა, აქ დავიბადე და აქ უნდა მოვკვდეო. არიან ისეთებიც, რომლებიც გარბიან, მათაც ვერ გავამტყუნებ. მე აქ ყველაზე დაცულად ვგრძნობ თავს, თუმცა არალეგალებს ბევრი რამე სჭირდებათ, ზოგი შემოპარულია, საელჩომაც შეიძლება არ იცოდეს მათი ვინაობა.

სხვა ახალი ამბები:

 

ყაზახი ვანგა მსოფლიოს უდიდეს ქვეყანას უბედურებას უწინასწარმეტყველებს

192 ათას მოქალაქეს შესაძლოა ხელფასი გაეზარდოს

„ცხოვრებაში პირველად შემეშინდა… ვიკითხე, ჟანგბადი რამდენ ხანს მეყოფოდა… ომში აღმოვჩნდი“ – ზვიად გამსახურდიას ყოფილი რძალი

 

„ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს!!!“ – ისრაელთან დაკავშირებით ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება ვრცელდება

ლონდონში ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის, ინა გუდავაძის £10 მილიონიანი სახლი დაიწვა

 

🎥 “ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე გადაღებული ვიდეო” – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში

 

“ნაცებო,ფსევდო ლიბერალებო,თქვენ, სულწაწყმედილო ბიო მასავ, ეს გინდათ საქართველოსთვის???…”- რას წერს ლალი მოროშკინა

Cesko