ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ისრაელში მიმდინარე მოვლენებს.
„პალესტინელი ხალხის და ტეტორისტული “ჰამასის” გარჩევა ვერ შეძლო საქართველოში საკმარისად ბევრმა. არც ის იციან, ვინ და რატომ შექმნა ეს ტერორისტული ორგანიზაცია, ვინ აფინანსებდა ძალზე სერიოზულად! არ იციან, არ უნდათ რომ იცოდნენ, რადგან დამპალმა იდეოლოგიამ უკვე მიუთითა, თუ ვინ ვინაა ამ ქვეყანაზე!
არ არის ასე მარტივად საქმე!
ისრაელმა დაიწყო ის, რასაც სჩადიოდა “ჰამასი” და ეს არის სახელმწიფოს დიდი შეცდომა! ერთია ტერორისტული ორგანიზაციის ქცევა, მეორეა დიდი ამბიციის სახელმწიფოს ქცევა, მაგრამ ისრაელს ნერვები ღალატობს და ეს არ არის მისთვის კარგი.
უბედურებები მხოლოდ ახლა იწყება!
აშშ ცუდ სიტუაციაში ჩააყენეს და მასაც ცუდი შედეგი დაუდგება არაბულ სამყაროში!..
ასეა ყოველთვის, როცა ამპარტავნება და იდეოლოგია დაჯაბნის პოლიტიკაში გონიერებასა და პრაგმატიზმს, ურთიერთპატივისცემასა და უძლეველობის ყალბი ილუზია შეცდომების გზაზე შეგაყენებს!
p.s. სრულიად ახალი პლასტი, რომელსაც არავინ აქცევს ყურადღებას: ვის ინტერესებშია ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დაუძლეველი კერის მოსპობა და მშვიდობის დამყარება, და ვის ინტერესებში იყო ბოლო 55 წელია მუდმივი დიდი დაძაბულობის კერის შენარჩუნება? ეცადეთ მშვიდად და საღად გაიაზროთ!
დაძაბულობის კერა ამოიძირკვება თუ გნებავთ დიდი რეგიონალური ომის შედეგად!“ – წერს გიორხელიძე.
სხვა ახალი ამბები:
“ზოგი ზრდასრული იყო, ზოგიც – ბავშვი…” – ისრაელის ერთ-ერთ კიბუცში 100-ზე მეტი გვამი იპოვეს – დეტალები
ყაზახი ვანგა მსოფლიოს უდიდეს ქვეყანას უბედურებას უწინასწარმეტყველებს
🎥 “ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე გადაღებული ვიდეო” – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში
ლონდონში ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის, ინა გუდავაძის £10 მილიონიანი სახლი დაიწვა
🎥 “ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე გადაღებული ვიდეო” – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში