92 წლის ასაკში გარდაიცვალა კაცი, რომელმაც 9 მილიარდიანი ქონება ანონიმურად დაარიგა ქველმოქმედების სახით და დაიტოვა მხოლოდ 2 მილიონი, რათა მას და მის მეუღლეს პენსია ჰქონოდათ!..

October 11, 17:43
0
2324

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

აშშ-ს ქალაქ სან-ფრანცისკოში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა Duty Free Shoppers-ის დამფუძნებელი და მულტიმილიარდერი ჩარლზ (ჩაკ) ფინი, რომელმაც თავისი თითქმის 9 მილიარდიანი სიმდიდრე ანონიმურად და მთლიანად დაარიგა ქველმოქმედების სახით და დაიტოვა მხოლოდ 2 მილიონი, რათა მას და მის მეუღლეს პენსია ჰქონოდათ!..

გთავაზობთ ოფიციალურ ინფორმაციას:

საცალო გაყიდვების გიგანტ Duty Free Shoppers-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ქველმოქმედი ჩარლზ „ჩაკ“ ფინი, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ბიზნესმენმა პირობა დადო, რომ მისი ქონების უდიდეს ნაწილს ქველმოქმედებისთვის გაიღებდა და მის საკუთრებაში მხოლოდ $2 მილიონს დაიტოვებდა.

ფინიმ დასახულ მიზანს რამდენიმე წლის წინ მიაღწია და საერთო ჯამში, $8 მილიარდზე მეტი საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, მეცნიერებისა და სოციალური მიზნებისთვის გაიღო. შედეგად, ფინის საქველმოქმედო ფონდი, Atlantic Philanthropies-ი, 2020 წელს, მილიარდერის ქონების სრულად გაცემის შემდგომ დაიხურა. ფინის ეკუთვნის Giving While Living-ის (გაეცი, სანამ ცოცხალი ხარ) იდეაც, რომელმაც სხვა მილიარდერებსაც, სიცოცხლის განმავლობაში, მათი ქონებს საქველმოქმედო მიზნებისთვის გაღებისკენ უბიძგა.

კონცეფციამ შთააგონა ბილ გეიტსი და უორენ ბაფეტიც, რომელთაც 2010 წელს Giving Pledge-ის ინიციატივა დააარსეს. ინიციატივაზე ხელმოწერით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები, მათივე სიცოცხლის განმავლობაში, თავიანთი ქონების უდიდესი ნაწილის ქველმოქმედებისთვის გაღების პირობას დებენ.

ფინის შემოწირულებები ჩრდილოეთ ირლანდიაში მშვიდობის დასამყარებლად, ნიუ-იორკში Cornell-ის ტექნოლოგიური კამპუსის ასაშენებლად, ვიეტნამის ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზების, Obamacare-ის პაკეტის მხარდაჭერისა და აშშ-ში სიკვდილით დასჯის გაუქმებისთვის ბრძოლაზე დაიხარჯა. Atlantic Philanthropies-ის უმსხვილესი დონაციები მოხმარდა „კალიფორნიის უნივერსიტეტისა“ და „დუბლინის უნივერსიტეტის“ Global Brain Health Institute-ის დაფინანსებას, Atlantic Fellows-ის საშუალებით, რასობრივ და სოციალურ უთანასწორობასთან ბრძოლას, დამატებით $136 მილიონის შემოწირულება კი ჯანდაცვის თანასწორობის ხუთ ფონდზე გადანაწილდა.

მისი ქონების გათვალისწინებით ჩაკმა, ქველმოქმედებისთვის სხვა მილიარდერებთან შედარებით, ყველაზე დიდი ნაწილი გაიღო. თუმცა, გაცემული თანხების მოცულობით, ფინის უორენ ბაფეტი, ბილ და მელინდა გეიტსები, ჯორჯ სოროსი, მაიკლ ბლუმბერგი და მაქკენზი სკოტი აღემატებიან.

წყარო: forbes.ge

სხვა სიახლეები:

(ვიდეო) ბერლინში მოსწავლეებმა მასწავლებელს სცემეს, მიზეზი მოსწავლეების ნაწილის პალესტინის მიმართ მხარდაჭერა გახდა – ნახეთ რა კადრები ვრცელდება ადგილიდან

 

საკონტროლო ტყვია დაახალა მომაკვდავ პრეზიდენტს! ეს ბებერი კუდიანი ძუკნა გველაპარაკება ევროპაზე? – მეგი გოცირიძე სალომე ზურაბიშვილზე

 

კონკრეტულად როდის გამოიდარებს და მოიმატებს ტემპერატურა საქართველოში? – უახლოესი დღეების დეტალური პროგნოზი გარემოს სააგენტოს ბიუროს ხელმძღვანელისგან

“ზოგი ზრდასრული იყო, ზოგიც – ბავშვი…” – ისრაელის ერთ-ერთ კიბუცში 100-ზე მეტი გვამი იპოვეს – დეტალები

 

ყაზახი ვანგა მსოფლიოს უდიდეს ქვეყანას უბედურებას უწინასწარმეტყველებს

🎥 “ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე გადაღებული ვიდეო” – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში

192 ათას მოქალაქეს შესაძლოა ხელფასი გაეზარდოს

„ცხოვრებაში პირველად შემეშინდა… ვიკითხე, ჟანგბადი რამდენ ხანს მეყოფოდა… ომში აღმოვჩნდი“ – ზვიად გამსახურდიას ყოფილი რძალი

 

„ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს!!!“ – ისრაელთან დაკავშირებით ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება ვრცელდება

ლონდონში ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის, ინა გუდავაძის £10 მილიონიანი სახლი დაიწვა

 

🎥 “ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე გადაღებული ვიდეო” – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში

 

“ნაცებო,ფსევდო ლიბერალებო,თქვენ, სულწაწყმედილო ბიო მასავ, ეს გინდათ საქართველოსთვის???…”- რას წერს ლალი მოროშკინა

 

Cesko