ხინკლის ჭამის პირველი ჩემპიონატი მოსკოვში – გამარჯვებული 500 000 (19 578 ლ.) რუბლს მიიღებს

0
514
23 Views

ხინკლის ჭამის პირველი ჩემპიონატი მოსკოვში.

ხინკლის ქსელი რუსეთის დედაქალაქში ხინკლის ჭამის ოფიციალური რეკორდის დაფიქსირებას გეგმავს.

“ხინკლის ჭექა-ქუხილის” ტიტულისთვის 130 მონაწილე იბრძოლებს. შესარჩევი ეტაპი 15 თებერვლიდან 6 მარტამდე გაიმართება, საიდანაც ფინალისთვის 10 მონაწილე შეირჩევა. წესები მარტივია: ერთ წუთში უნდა მიირთვათ რაც შეიძლება მეტი „ქართული პელმენი“. ყოველი საკონკურსო დღის გამარჯვებულები კი 13 მარტს ფინალში შეხვდებიან, სადაც იგივე მოუწევთ, მაგრამ უკვე 2 წუთში.

პრიზები სოლიდურია. გამარჯვებული  500 ათას რუბლს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული  iPhone 13 Pro Max-ით დაჯილდოვდება, მესამე ადგილის მფლობელს კი ხინკლის ქსელში 50 ათასი რუბლის დეპოზიტი გადაეცემა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

Cesko