ცხრილი – რამდენი საათი გვიცავს ინფიცირებისგან ნაჭრის ნიღაბი, ქირურგიული ნიღაბანი და N95? – ზაალ კოკაია

January 14, 16:16
0
497

ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ზაალ კოკაია ინფორმაციას ავრცელებს:

“პირბადე იცავს!

აცრა, პირბადე და სოციალური დისტანცირება – ეს არის ის იარაღი, რაც დღეს ხელთ გვაქვს კოვიდ პანდემიასთან საბრძოლველად.

ეს ცხრილი გამოაქვეყნა Wall Street Journal-მა 10 იანვარს (https://www.wsj.com/…/cloth-face-mask-omicron-11640984082).

ამ ცხრილის მიხედვით, თუკი ინფიცირებული ადამიანი ატარებს ქირურგიულ პირბადეს, არაინფიცირებულ ადამიანს, რომელიც ასევე ატარებს ქირურგილილ პირბადეს, დასაინფიცირებლად დასჭირდება 1 საათიანი კონტაქტი.

N95/FFP2 პირბადის ტარებისას, რომელიც გაცილებით უფრო საიმედოა, იგივე ვითარებაში ინფიცირების დრო იზრდება 25 საათამდე, ხოლო პირბადის გარეშე 15 წუთიანი კონტაქტიც კი საკმარისია დასაინფიცირებლად.

გასათვალისწინებელია, რომ ეს მონაცემები ეხება დელტას და ომიკრონის შემთხვევაში სავარაუდოდ ინფიცირება უფრო მალე ხდება.”

Cesko