“ბრიტანეთს აცნობა, რომ იდევნება სუს-ის კრებსების საშუალებით… ილია მეორემ გააჟღერა, რომ აპირებდა მის დასჯას” – ილია ჭიღლაძე მეუფე ზენონზე

January 14, 17:08
0
483

დეკანოზი ილია ჭიღლაძე საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ მეუფე ზენონმა დიდ ბრიტანეთს პოლიტიკური თავშესაფარი ნამდვილად სთხოვა.

“ფაქტობრივად ირიბად აღიარა, პირდაპირ ესე არ თქვა, მაგრამ ირიბი აღიარება გამოვიდა. ეს არის პირადი საკითხი, მისი უფლებაა პიროვნება აღიარებს თუ არა. აქ ბევრად უფრო სამწუხარო და ტრაგიკული არის ის რეალობა, კონტექტი, რაშიც ამ წუთას მთავარეპისკოპოსი ზენონი და ზოგადად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იმყოფება კრებსების გამოქვეყნების შემდგომ.

ბრიტანეთის სამსახურები საქმის კურსში ჩააყენა, რომ იდევნება ამ კრებსების საშუალებით, პირდაპირ სუს-ის კრებსებთანაა კავშირში. თუმცა მანამდეც, სანამ ეს გამოქვეყნდებოდა, წინა თვეებშიც ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა საპატრიარქოსთან. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ დიდწილად ამ შიშების გამოა. მე გითხარით, რომ თებერვლის სინოდზე, ერთი წლის უკან, ილია მეორემ პირდაპირ გააჟღერა, რომ აპირებდა მის დასჯას”

მეუფე ზენონმა გავრცელებული ინფორმაცია მედიასთან უარყო, თუმცა დაადასტურა, რომ ამ დროისთვისაც ლონდონშია და არ იცის როდის დაბრუნდება საქართველოში.

Cesko