“რატომ ეპატიჟებიან სახელმწიფოს ხარჯზე, უფასო გულ-მკერდის კტ.ზე, კოვიდ გადატანილებს ?!” – ექიმი

0
1211
52 Views

ექიმი ანი ქავთარაძე, სოციალურ ქსელში ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს და ინტერესდება, რატომ უღებენ ყველა კოვიდგადატანილ პაციენტებს “კატეს”.

როგორც მედიკოსი წერს, გულ-მკერდის დასხივება ონკოლოგიური დაავადების პროვოცირებას იწვევს.

“ძალიან მაინტერესებს, ახალი მინისტრი მაინც თუ დაინტერესდა, რატომ ერეკებიან (ჰო, ერეკებიან, ერთი მარშუტკით) განურჩევლად, სუბიექტური თუ ობიექტური ჩივილების და ასაკისა, ყველა კოვიდ ინფიცირებულს(განსაკუთრებით სასტუმროებიდან) კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე?!

ან რატომ ეპატიჟებიან უფასო გულ-მკერდის კტ. ზე კოვიდ გადატანილებს სახელმწიფოს ხარჯზე?!

დაასრულებთ ამ, საყოველთაო დასხივებას, თუ ონკოლოგიის მეტად აღორძინებას გეგმავთ სამომავლოდ ბედკრულში?”, – წერს ქავთარაძე.

Cesko