ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, გარკვეული პროდუქტი უფასოდ მიიღონ – იქმნება “სურსათის ბანკი”

0
572
33 Views

ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ „სურსათის ბანკიდან“ გარკვეული პროდუქტი უფასოდ მიიღონ – აქ მხოლოდ იმ ადამიანებზე არ არის საუბარი, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ, საუბარია ყველა იმ ადამიანზე, ვინც მიიჩნევს, რომ პრდუქტი ესაჭიროება ,- ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 21-ე საუკუნეში, პროდუქტის ⅓ ნაგავსაყრელზე იყრება.

„ჩვენს სამეზობლოში საქართველო პირველი ქვეყანა ხდება, რომელიც “სურსათის ბანკს” ჰქმნის. ეს, პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, გარკვეული პროდუქტი უფასოდ მიიღონ. საუბარია, არა მალფუჭებად პროდუქტზე, არამედ იმ პროდუქტზე, რომელიც შეიძლება, დახლზე იყოს და გარკვეული პერიოდის შემდეგ ვადა გასდიოდეს, მაგრამ ვარგისიანობა ჰქონდეს. ეს ვარგისიანი პროდუქტი ერთ ადგილზე შეგროვდება და შესაბამისად გადაეცემათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ესაჭიროებათ.

აქ მხოლოდ იმ ადამიანებზე არ არის საუბარი, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ. საუბარია ყველა იმ ადამიანზე, ვინც მიიჩნევს, რომ ეს ესაჭიროება. აქ ჩართულია რითეილი. რაც შეეხება „ჰორეკას“ სექტორს, მათთვის ეს ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია. სამაცივრე მეურნეობა შესაქმნელია, რათა პროდუქტი მივიდეს დანიშნულების ადგილზე, შემდეგ ეს მოიხმაროს ბენეფიციარმა. დაძრულია ეს კანონი და ნაბიჯი რადგან გადაიდგა, მისასალმებელია. თუ იმ ბაზის შევქმნით, სადაც ბენეფიციარები, მიიღებენ იმ დახმარებას, რაც სჭირდებათ, ძალიან კარგი საქმე გაკეთდება“,- განაცხადა ბურჯანაძემ მედიაჰოლდინგ „კვირაში“.

რედაქციისგან: ამჟამინდელი მდგომარეობით, დიდი სუპერმარკეტები იძულებული არიან ვადაგასული პროდუქტები, რომლებიც მეტწილად მისაღებია ბევრი ოჯახისთვის და მიუწვდომელია ფასის გამო გაანადგურონ, გადაყარონ ნაგვის ყუთებში, რაც ქვეყანაში შექმნილი ვითარების არაადეკვატურია.

 

სხვა სიახლეები:

“მდუმარეა, მონასტერში ცხოვრობდა…ფურცელზე წერდა, რისი თქმაც სურდა…“ – როგორც ცხოვრობს კაცი, რომელმაც ერს თავი ერთი როლით დაამახსოვრა? (ვიდეო)

“თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობას 3.5 სთ დასჭირდება” – რა ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულდება 2024 წლამდე

სუსი: „კანვასის“ სერბმა წარმომადგენლებმა არასამთავრობოებისა და სამოქალაქო აქტივისტების დიდ ჯგუფს ჩაუტარეს სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ხელისუფლების, ეკლესიის, სუსისა და სხვა უწყებების წინააღმდეგ

ნატო-ს ქვეყნებში იდიოტების რიცხვი იზრდება – რას აცხადებს დიმიტრი მედვედევი

🎥 ლევან კბილაშვილის მიერ ილია მეორისთვის შესრულებულ სიმღერა – რა კადრებს ავრცელებს გარდაცვლილი მომღერლის დედა

ამინდის გაუარესება დაიწყო: მოსალოდნელია კოკისპირული წვიმა, ძლიერი ქარი და 4-ბალიანი შტორმი – სადამდე გაგრძელდება უამინდობა?

“რუსთავი 2” როდის იყო პროპაგანდა? მე რა შუაში ვარ “რუსთავი 2”-ის პროპაგანდასთან?… – მიშა მშვილდაძე

გზააბნეული ლევან ხაბეიშვილი ამჯერად ქუთაისის პარლამენტის შენობას მიადგა (ვიდეო)

 

ქოცმა უნდა დაინახოს – “ესენი კიდევ ერთად არიან, კიდევ ცოცხლები არიან, კიდევ მიშა?! – რას აცხადებს გიგი “ბობოქარ” უგულავა

 

ელისო კილაძე ოპოზიციას მორალს და პრინციპებს უწუნებს 

 

Cesko