46 Views
რუსული მედიის ცნობით, რუსეთში ღვინის მიწოდების კუთხით საქართველო პირველ ადგილზეა. რუსეთში ქართული ღვინის იმპორტი 63%-ით გაიზარდა და 24 მილიონ ლიტრს გადააჭარბა.
„კომერსანტის“ ცნობით, ღვინის მიწოდების კუთხით, მეორე ადგილს იკავებს იტალია, რომლის იმპორტითც 31%-ით არის გაზრდილი. გაზრდილია იმპორტი სხვა ქვეყნებიდანაც – ესპანეთი, საფრანგეთი და პორტუგალია.
ექსპერტების აზრით, საქართველოდან ღვინის მიწოდების ზრდა გადახდასთან და ლოგისტიკასთან დაკავშირებული პრობლემების არარსებობამ განაპირობა და ასევე იმ კონტრაქტებმა, რომლებსაც რუსული სავაჭრო ქსელები პირდაპირ მწარმოებლებთან დებენ. ასევე ქართულ ღვინოზე ნულოვანი საიმპორტო ბაჟი ვრცელდება და მათი ფასი შედარებით სტაბილურია.