გზააბნეული ლევან ხაბეიშვილი ამჯერად ქუთაისის პარლამენტის შენობას მიადგა (ვიდეო)

October 2, 08:14
0
242

გზააბნეული ლევან ხაბეიშვილი ამჯერად ქუთაისის პარლამენტის შენობას მიადგა და თქვა, რომ  შენობა არის კიდევ ერთი მონუმენტი, ფაქტი იმისა, თუ როგორ სძულს ივანიშვილს საქართველო და როგორ სურს გაანადგუროს ჩვენი ეროვნულობა.

“ბრძოლით, ერთობით უნდა შევცვალოთ ეს მძიმე რეალობა და გავისტუმროთ რუსული ოცნება, პოლიტიკურ მოუსავლეთში “- თქვა ხაბეიშვილმა, რომელმაც საზოგადოებას უდიდესი საქმეების კეთებით დაამახსოვრა თავი, კერძოდ, თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ მან სამჯერ გამართა რამდენიმეკაციანი აქცია კლინიკა ვივამედთან, “გრანდიოზული” აქციები პარლამენტთან.

აღმართა ევროკავშირის დროშა წყალტუბოს ერთ-ერთი სოფლის ოჯახში და ბოლოს სოფელ შილდის ერთ-ერთი ოჯახის ეზოში. მთავარი დაპირება წინ არის, კლინიკა “ვივამედი”-ს შტურმით აღება და სააკაშვილის ხელში ატაცებით გამოყვანა.

Cesko