,,სანამ პირს გააღებ და ენას გადმოაგდებ, ხომ უნდა დაფიქრდე ვისთან გაქვს საქმე” – გოგა ხაინდრავა

0
540
22 Views

ბევრი რამეა, რომელიც უნდა გაითვალისწინო, სანამ პირს გააღებ და ენას გადმოაგდებ, ხომ უნდა დაფიქრდე ვისთან გაქვს საქმე. საქმე გაქვს ძალასთან, რომლის გაჩერებასაც, როგორც ვხედავთ, მთელი მსოფლიო ცდილობს, პუტინი რას იზამს, არავინ იცის, – განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ჩვენ გავიარეთ ცხელი ომი, მერე გვახსოვს ცივი ომი, ახლა არის მუქარების ომი. მსოფლიოში ძალიან დაძაბული მდგომარეობაა. კარიბის კრიზისის მერე, ასეთი მსოფლიო არავის ახსოვს. უკრაინის საზღვართან დგას ეს ჯარი, მაგრამ რუსეთის ტერიტორიაზე და ბელარუსის ტერიტორიაზე. ჩვენთან აგერ, 25 კილომეტრში დგანან. ჩვენ ხომ ვნახეთ რა გამოიწვია ტელევიზორში პუტინის გინებამ – ჩაიკეტა უამრავი ოჯახი. ჯერ ერთი მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთში. მეორეც, უამრავი ურთიერთობაა, რომელიც ასულდგმულებს იმ ოჯახებს. ბევრი რამეა, რომელიც უნდა გაითვალისწინო, სანამ პირს გააღებ და ენას გადმოაგდებ, ხომ უნდა დაფიქრდე ვისთან გაქვს საქმე. საქმე გაქვს ძალასთან, რომლის გაჩერებასაც როგორც ვხედავთ მთელი მსოფლიო ცდილობს და მიუხედავად ამისა წონასწორობა არ ვიცით საით გადაიხრება. პუტინი რას იზამს, არავინ იცის. რა შეგვიძლია, გარდა იმისა, რომ გავამხნევოთ [უკრაინა]. რით უნდა დავეხმაროთ გამხნევების გარდა? ჩვენი გაგვჭირვებია. 50 მილიონიანი ქვეყანაა, აქეთ უნდა გვეხმარებოდეს. უკრაინელი ხალხი, ალბათ ყველაზე ახლო ხალხია, მაგრამ ახლა ადეიშვილს რომ დაისვამ გვერდზე, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს საქართველოში ჩადენილი და სააკაშვილი რომ გეყოლება ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობაზე და მეგის ქარდავები და ლორთქიფანიძეები და საყვარელიძეები რომ გეყოლება იქ, მაინც და მაინც დიდი პრეტენზია, რომ ჩემი სიმპათია დაიმსახურონ, ნუ გექნებათ. ხალხს კი ბატონო, ისევე, როგორც რუს მოსახლეობას, მაგრამ ხელისუფლება, როგორც წარმომადგენელი ამ ხალხის, ჩემთვის დიდ სიმპათიას არ იწვევს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

Cesko