რაც იქადაგა დღეს მეუფე იაკობმა, არის კრემლის ნარატივი.საპატრიარქო არის საბჭოთა ხავსი – მეუფე პეტრე

0
643
26 Views

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას განცხადებით, ის, რაც იქადაგა დღეს მეუფე იაკობმა, არის კრემლის ნარატივი.

,,ვის გაუხარდა და ვის მოეწონა ეს ქადაგება? რა თქმა უნდა, ხელისუფლებას და კრემლს, ანუ ეს გზავნილები არის კრემლისტური.

სახარება გვავალდებუlებს, რომ მოყვასი გვიყვარდეს როგორც თaვი ჩვენი და ნებისმიერი მოყვასი უნდა გვიყვარდეს ჩვენ, რაც არ უნდა პატიმარი იყოს ის და მისი პატივისცემით მოგვეგება ჩვენ, რაც მეტ პატიმარს მოვინახულებთ, მით უკეთესი ჩვენთვის. ჩვენ უნდა მივბაძოთ ქრისტეს, რომ მოყვასისთვის თავი დავდოთ, ანტი სახარებას ქადაგებს ის და უნდა იცოდეს მან, რომ მეუფე ნიკოლოზს ვერ შეაშინებს.  ადრე აშინებდა მას კრებსებით, რომელიც მის ხელში იყო მხოლოდ და ახლა უკვე ყველაფერი სააშკარაოზეა და სანამ რჯულის კანონი არ ამოქმედდება, მას ვერაფრით შეაშინებენ”, – განაცხადა მეუფე პეტრემ ,,რეაქციაში”.

სასულიერო პირი საუბრისას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მეუფე ნიკოლოზის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მან სააკაშვილის შინაპატიმრობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს განცხადებაც კი იყო ,,ქართული ოცნების” თამაში.

,,ეს ინიციატივა ვის აწყობდა, აწყობდა ისევ და ისევ ხელისუფლებას. ეს იყო ერთჯერადი პოპულისტური განცხადება მისი მხრიდან და თუ სააკაშვილი საბჭოთს ხავსს, საპატრიარქოს სახით, ჩაეჭიდებოდა, ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებდა, მადლობა ღმერთს, რომ ეს არ გააკეთა”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

Cesko