1,402 Views
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს დაგროვილი დავალიანება, რომელთა გადახდას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, ჩამოეწერებათ.
აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის განმარტებით, დავალიანების ჩამოწერის შემდეგ ისინი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამაში (ბმა) ჩართვას შეძლებენ.