რეჟისორ თემურ ბაბლუანის დრამა, „უძინართა მზე“ ბევრ ადამიანში სევდას და ნოსტალგიურ განწყობას იწვევს. ამ მიზეზს ალბათ, ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლის, „დათოს“ რეალური პიროვნებაც აორმაგებს.
პერიოდულად, როცა დავით კაზიშვილის ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება, ადამიანების უმეტესობა მის სევდიან თვალებზე მიუთითებს და სვამს კითხვებს: „რა ადარდებს?!“, „რაზე ფიქრობს?“, „რა სევდას ატარებს ასეთს?“…
კაცი, რომელმაც ერს თავი ერთი როლით შეაყვარა, ჟურნალისტებთან არ კონტაქტობს. მისი ცხოვრების შესახებ უამრავი ვერსია ვრცელდება. ამბობენ, რომ ბერად აღიკვეცა, მდუმარეა და ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობს.
მას ტაძართან შეხება ნამდვილად ჰქონდა. იყო პერიოდი, როცა დავითი გარკვეული დროით, მორჩილებაში იმყოფებოდა და სვეტიცხოვლის ტაძარში მსახურობდა.
ამის შემდეგ ის ერისკაცობაში დაბრუნდა და ოჯახი მესამედ შექმნა. ახლა მას მცირეწლოვანი, მესამე ქალიშვილი ჰყავს.
ნიკა ჩხიკვაძე ამბობს, რომ საუბრის ნაცვლად, ის წერას ამჯობინებდა და შეჰპირდა, იმერეთში აუცილებლად ესტუმრება.
“ეს პიროვნება 21 სექტემბერს, სოფელ ზერტში გავიცანი. 2 დღის განმავლობაში ერთად ვიმყოფებოდით. მდუმარეა, არ საუბრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის სასულიერო პირია, ბერად აღიკვეცა, თუმცა, ახლა ერისკაცობას მიჰყო ხელი და როგორც ვიცი, ტაძარში არ იმყოფება.
მე წარმოშობით იმერეთიდან ვარ და ეს რომ შეიტყო, ძალიან გაუხარდა, გადამეხვია. დავპატიჟე ჩემთან და წერილობით დამიდასტურა, რომ აუცილებლად მესტუმრებოდა. ამბობენ, რომ ხანდახან საუბარს წერას ამჯობინებს, ამის მიზეზი კი არ ვიცი…“ – ამბობს ნიკა ჩხიკვაძე.
სხვა სიახლეები
ნატო-ს ქვეყნებში იდიოტების რიცხვი იზრდება – რას აცხადებს დიმიტრი მედვედევი
“რუსთავი 2” როდის იყო პროპაგანდა? მე რა შუაში ვარ “რუსთავი 2”-ის პროპაგანდასთან?… – მიშა მშვილდაძე
გზააბნეული ლევან ხაბეიშვილი ამჯერად ქუთაისის პარლამენტის შენობას მიადგა (ვიდეო)