ამინდის გაუარესება დაიწყო: მოსალოდნელია კოკისპირული წვიმა, ძლიერი ქარი და 4-ბალიანი შტორმი – სადამდე გაგრძელდება უამინდობა?

0
1446
43 Views

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესება უკვე დაუწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ და შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ხოლო დღისით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

3 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში შენარჩუნდება წვიმა,ზოგან ძლიერი, ხოლო შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია ძალიან ძლიერი. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

უამინდობის პიკი 2-3 ოქტომბერს იქნება, 4 ოქტომბრიდან კი შედარებით გამოიდარებს, ხოლო 5 ოქტომბრიდან სტიქია საბოლოოდ გადაივლის.

 

სხვა სიახლეები:

“რუსთავი 2” როდის იყო პროპაგანდა? მე რა შუაში ვარ “რუსთავი 2”-ის პროპაგანდასთან?… – მიშა მშვილდაძე

გზააბნეული ლევან ხაბეიშვილი ამჯერად ქუთაისის პარლამენტის შენობას მიადგა (ვიდეო)

 

ქოცმა უნდა დაინახოს – “ესენი კიდევ ერთად არიან, კიდევ ცოცხლები არიან, კიდევ მიშა?! – რას აცხადებს გიგი “ბობოქარ” უგულავა

 

ელისო კილაძე ოპოზიციას მორალს და პრინციპებს უწუნებს 

 

Cesko