უმძლავრესი მიწისძვრების მთელი სერია 1-2 იანვარს – დანგრეულია შენობები, ელოდებიან ცუნამს! (+2 ვიდეო)

0
1183
29 Views

იაპონიის ცენტრალურ ნაწილში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ გაანადგურა შენობები, შეაფერხა ელექტროენერგიის მიწოდება და სატრანსპორტო მიმოსვლა. ხანძარი გაჩნდა ვაჯიმაში, იშიკავას პრეფექტურა. დასავლეთ სანაპიროზე მდებარე დასახლებებში ევაკუაცია გამოცხადდა.

მიწისძვრამ იაპონიის ზღვის სანაპიროებზე დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლის ტალღები გამოიწვია, რასაც მოსალოდნელია, რომ მოჰყვება უფრო დიდი ტალღები.

იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ (JMA) მიწისძვრის ფონზე იშიკავას, ნიიგატას და ტოიამას სანაპირო პრეფექტურებზე ცუნამის გაფრთხილება გამოსცა. მსგავსი გაფრთხილება პირველია 2011 წლის 9.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ. რუსეთმა ასევე გამოსცა ცუნამის გაფრთხილება მის შორეულ აღმოსავლეთის ქალაქებში ვლადივოსტოკსა და ნახოდკაში.

ამჟამად მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მსხვერპლის და ზარალის შესახებ ცნობები ზუსტდება.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბით დან­გრე­უ­ლია შე­ნო­ბე­ბი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში ჩა­ერ­თნენ სამ­ხედ­რო­ე­ბი. სა­ა­ვად­მყო­ფო იში­კა­ვა­ში გე­ნე­რა­ტო­რებ­ზე მუ­შა­ობს, რად­გან მი­წისძვრის შე­დე­გად ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­წყვე­ტი­ლია ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა. 36 ათას­ზე მეტი აბო­ნენ­ტი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე დარ­ჩა, შე­ფერ­ხე­ბით მუ­შა­ობს ინ­ტერ­ნე­ტი.

რო­გორც Reuters-ი, აღ­ნიშ­ნავს ძლი­ე­რი ცუ­ნა­მის შე­სა­ხებ გაფრ­თხი­ლე­ბა ნიშ­ნავს, რომ არ­სე­ბობს 3 მეტრზე მეტი სი­მაღ­ლის ტალ­ღე­ბის საფრ­თხე, ცუ­ნა­მის საფრ­თხე ასე­ვე გა­მო­ცხად­და რუ­სე­თის ვლა­დი­ვოს­ტოკ­ში, ხა­ბა­როვ­სკის მხა­რე­სა და სა­ხა­ლი­ნის კუნ­ძულ­ზე. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ია­პო­ნი­ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მაშ­ვე­ლებ­მა უკვე მი­იყ­ვა­ნეს პირ­ვე­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი, მაგ­რამ და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა არ არის სა­ხელ­დე­ბა.

 

 

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბით დან­გრე­უ­ლია შე­ნო­ბე­ბი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში ჩა­ერ­თნენ სამ­ხედ­რო­ე­ბი. სა­ა­ვად­მყო­ფო იში­კა­ვა­ში გე­ნე­რა­ტო­რებ­ზე მუ­შა­ობს, რად­გან მი­წისძვრის შე­დე­გად ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­წყვე­ტი­ლია ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა. 36 ათას­ზე მეტი აბო­ნენ­ტი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე დარ­ჩა, შე­ფერ­ხე­ბით მუ­შა­ობს ინ­ტერ­ნე­ტი.

ია­პო­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ მი­წისძვრით და­ზა­რა­ლე­ბულ რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის რე­აქ­ტო­რი უპ­რობ­ლე­მოდ მუ­შა­ობს, თუმ­ცა ზო­გი­ერთ ბირ­თვულ ობი­ექ­ტებ­ში მოხ­და ნავ­თო­ბის დაღ­ვრა და და­ფიქ­სირ­და რამ­დე­ნი­მე მცი­რე ზი­ა­ნი.

რო­გორც სე­ის­მუ­რი სამ­სა­ხუ­რი იუ­წყებს უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია უფრო ძლი­ე­რი მი­წისძვრე­ბი იმ მხა­რე­ში, სა­დაც სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბა სამ წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დუღ­და. რეკ­ლა­მა გა­და­ახ­ვი­ეთ გა­საგ­რძე­ლებ­ლად “მა­ქა­ლა­ქე­ე­ბი უნდა იყ­ვნენ მზად­ყოფ­ნა­ში შემ­დგო­მი შე­საძ­ლო მი­წისძვრე­ბის­თვის და მო­ვუ­წო­დებ ხალ­ხს იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ცუ­ნა­მია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­ტო­ვონ ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი“, – თქვა პრე­მი­ერ­მა კი­ში­დამ. “გა­ი­ქე­ცი!” – სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეკ­რა­ნებ­ზე გა­მოჩ­ნდა ყვი­თე­ლი გაფრ­თხი­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ნა­პი­როს კონ­კრე­ტულ რა­ი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას ურ­ჩევს სას­წრა­ფოდ და­ტო­ვონ სახ­ლე­ბი. მა­ღალ­სიჩ­ქა­რი­ა­ნი სარ­კი­ნიგ­ზო მი­მოს­ვლა იში­კა­ვას მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლია. ია­პო­ნურ­მა ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ ANA (9202.T) უკან და­აბ­რუ­ნა თვითმფრი­ნა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ე­მარ­თე­ბოდ­ნენ ტო­ი­ა­მა­სა და იში­კა­ვას აე­რო­პორ­ტებ­ში, ხოლო Japan Airlines-მა (9201.T) გა­ა­უქ­მა თა­ვი­სი სერ­ვი­სე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ნი­ი­გა­ტა­სა და იში­კა­ვას რე­გი­ო­ნებ­ში. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ იში­კა­ვას ერთ-ერთი აე­რო­პორ­ტი და­კე­ტი­ლია.

 

1 იანვარს 30-მდე მი­წისძვრა და­ფიქ­სირ­და 3,6 -დან 7,6-მდე მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის: ძლიერი მიწისძვრების სერია იაპონიაში ნგრევა და ცუნამის საფრთხე – “გაიქეცი!” (ფოტოები) – ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს

 

სხვა ახალი ამბები:

50 წლის ასაკში ახალგაზრდა გოგონასავით დავფრინავ, 2 თვის წინ კი ლოგინიდან დამოუკიდებლად ვერ ვდგებოდი

„ექიმი მეუბნება, შენ გაქვს მეოთხე სტადიის სიმსივნეო…” – სოსო ჯაჭვლიანი შემდეგ ვერაგ დაავადებას კიდევ ერთი ცნობილი მსახიობი ებრძვის!

 

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

პირველი იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

“ნეტავ მოგასმენინათ ბლექ-ნოდარა და მისი ქალები როგორ მჩხიბაობენ: რატომ მოვიდა, ვისთვის მოვიდა, რა ჩაიფიქრა…”

ახალ 2024 წელს საქართველოში პირველი მიწისძვრა მოხდა – დეტალები

 

ვიდეო : “ჟიური შოკში იყო, ასეთი უნიჭიერესი ადამიანი დაკარგა საქართველომ” – დღეს გარდაცვლილი 33 წლის ჯანო იზორიას საოცარი შესრულება “გვაჩვენე შენ ხმაში”

“მამაჩემი გიჟია?! მე ვფიქრობ, რომ…” – რას ამბობს ედუარდ სააკაშვილი

„გუგას არასოდეს ვანებივრებ საჩუქრებით.. წელს სანიმუშო ქცევისთვის, ნამუსმა შემაწუხა..” – ნინო ნადირაძე სახალისო ამბავს გვიზიარებს

ვის რაში გაუმართლებს დრაკონის წელში და ვის ელის ყველაზე რთული 2024?

“დღეს ჩემი ილა ორი წლის გახდა” – დათო ხუჯაძე შვილის ფოტოს აქვეყნებს

 

Cesko