მსახიობი გია ბურჯანაძე სიმსივნეს ებრძვის. ამის შესახებ, გადაცემა “ნოესთან” ანონსში საუბრობს. მისი თქმით, მართალია, მთელი ცხოვრება ვარშჯიშობს, მაგრამ ერთ დღესაც ვარჯიშიდან დაბრუნებულს, უთხრეს, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნე ჰქონდა…
გია ბურჯანაძე:
“ძალიან გამლახა ამ დაავადებამ. წარმოიდგინეთ, მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ, იმ დღესაც ვარჯიშიდან მივედი, ჩამიტარეს პროცედურა და ექიმი მეიუბნება,- შენ გაქვს მეოთხე სტადიის სიმსივნეო”.
ერთი წლის წინ, მსახიობი ერთ-ერთ გადაცემაში საუბრობდა, რომ ვარდების ხელისუფლების დროს, 2011 წლის 26 მაისს აქციაზე დააკავეს და ციხეში სამი დღის გატარება მოუწია. სწორედ იქ დაემართა ქრონიკული დაავადება, რომელიც არ იკურნება.
“მომვარდა 12 პოლიციელი და ჰაერში ამწიეს. ვამბობდი, ამ პალტოს არაფერი უქნათ-მეთქი. მაშინ იყო, რომ გამასამართლეს. საკანში ყოფნისას სტრესისგან დაავადება დამემართა, არ იკურნება ეს დაავადება… კანში მელანინი იკარგება, რაღაც ნაწილი მუქდება და რაღაც სულ თეთრი რჩება…”
სხვა ახალი ამბები:
იტალიაში 25 წლის ქართველი ემიგრანტი გოგო გაუგებარ სიტუაციაში სამსახურში დაღუპული ნახეს – დეტალები
ნინო ლომჯარიამ ეროვნული ბანკის წევრების ფოტოები გამოფინა და მათ გადადგომას ელის
პარლამენტის ფოიეში, ოპოზიციასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბია (VIDEO)