„უკრაინის საზღვართან, პოლონეთის სოფლებში არის ბანაკები, სადაც საქართველოდან ახალგაზრდები ჩაჰყავთ და ატრენინგებენ“

September 20, 18:59
0
2004

შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ – უკრაინაში დაწერილი სცენარი ოქტომბერ-დეკემბერში ქართველების ხელით უნდა განხორციელდეს – ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა ევროკავშირის გადაწყვეტილებას უნდა დაემთხვეს. სახელმწიფო გადატრიალების ახალ გეგმაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუბრობს და ასახელებს იმ პირებს, ვინც ამ სცენარში უშუალოდ არიან ჩართულები.

ამ თემაზე for.ge „ხალხის ძალის“ წევრს და ანალიტიკოს დავით ქართველიშვილს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ სამწუხაროდ, ამ ინფორმაციის შესახებ რამდენიმე თვის წინ საუბრობდა.

ქართველიშვილი ამბობს, რომ ამ სცენარს მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი მიხეილ ბატუინი და „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი გლობალური ომის დაკვეთით ამუშავებენ. მასში ასევე აქტიურად არიან ჩართულები უკრაინელი ჩინოვნიკები, რომელბიც ტექნიკურ სამუშაობს ახორციელებენ. ქართველიშვილი დროსაც ასახელებს და ამბობს, რომ ეს სცენარი სისრულეში ოქტომბრიდან -დეკემბრის განმავლობაში უნდა მოიყვანონ.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გაშიფრა „რევოლუციური“ სცენარი, სადაც მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პირადი დაცვა და ასევე უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი ფიგურირებენ. სუს-ში ამბობენ, რომ ეს ადამიანები უკრაინის კონტრდაზვერვის მეშვეობით, საქართველოში გადატრიალებას გეგმავენ და ამისთვის ასევე უკრაინის ტერიტორიაზე, ახალგაზრდების გადამზადება ხდება.

რას ნიშნავს ეს ინფორმაცია და რამდენად რეალურია ქვეყანაში არეულობის საფრთხე?

– რა თქმა უნდა, საქართველოში არეულობის საფრთხე არსებობს და ამისთვის ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი. საქმე კი ისაა, რომ გლობალური ომის პარტიამ საქართველოში ვერაფრით მოიყვანა რევოლუციური სცენარი სისრულეში და ყველა ღონეს მიმართავს იმისთვის, რომ ამაში გადაყრილი მილიონები ფუჭი არ აღმოჩნდეს. ჩვენმა ოპოზიციამ ვერ შეასრულა დავალება, რომ როგორმე ხელიუსფლებაში დაბრუნდეს. გლობალური ომის პარტია, უკვე რამდენი ხანია ვაკვირდებით, როგორ დაუშურებლად, ამხელა თანხებს ხარჯავს, რათა ქვეყანაში გადატრიალება მოხდეს და მისმა აგენტურამ ძალაუფლება ხელში ჩაიგდოს. ჩვენ ვერც წამოვიდგენთ ამ მომენტისთვის რამდენი ფული გადაყარა. ჩვენ, „ხალხის ძალას“ გვქონდა მცდელობა, რომ ეს ფული დაგვეთვალა. ამისთვის კი კანონპროექტი შევთავაზეთ საზოგადოებას. მათ კი ხალხში იმდენი დეზინფორმაცია გაავრცელეს, რომ ამ ცრუ ინფორმაციაზე საპროტესტო მუხტი ააგორეს. ამიტომ კიდევ ერთი მცდელბა აქვთ იმისთვის, რომ ეს განზრახვა სისრულეში მოიყვანონ.

თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ადამიანები საპროტესტო მუხტის აგორებას აპირებენ, თუ ოქტომბერში კანდიდატის სტატუსზე უარი გვითხრეს?

– რა თქმა უნდა, მათ ამისთვის მუხტი სჭირდებათ და მიზეზი. არეულობის დაწყების საუკეთესო მიზეზი კი კანდიდატის სტატუსია. გვახსოვს, როგორ უნდოდათ ე.წ. რუსული კანონი არეულობის ინსცენირებისთვის გამოეყენებინათ. ვნახეთ კარგად მომზადებული ახალგაზრდები, რომლებიც კონკრეტულ დავალებებს იღებდნენ და ასრულებდნენ. იგივე მცდელობა ექნებათ ახლაც. ისევ „ფრანკლინის კლუბის“ აქტიურ წევრებს გამოიყენებენ. საქართველოს სტატუსის არმინიჭება მათთვის საუკეთესო საბაბია. ამისთვის ემზადებიან დასავლეთში, უკრაინაში, სადაც რადიკალური „ნაცმოძრაობის“ ბირთვია განლაგებული. სამწუხაროდ, ეს არის იმ მეომრების დიდი ნაწილი, რომლებიც დღეს უკრაინას იცავენ და ამადროულად პერიოდულად გვემუქრებიან. ხალხმა თავის ყურით მოისმინა, როგორ ამბობდნენ, რომ ტანკებით შემოგვიტევენ აფხაზეთიდან თუ სხვა ნაწილებიდან. ამის მიზეზი კი მათთვის უხერხული ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.

ეს მზადება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, სავარაუდოდ, დიდი ხანია რაც მიდის და შესაბამისად, სუს-შიც გამოძიება დიდი ხნის დაწყებული უნდა იყოს…

– ეს მზადება ახალი არ არის და მე, პირადად არაერთხელ მითქვამს, რომ უკრაინის საზღვართან ახლოს, პოლონეთის ტერიტორიაზე, კონკრეტულ სოფლებში არის ბანაკები განლაგებული, სადაც საქართველოდან ახალგაზრდები ჩაჰყავთ. ესენი არიან როგორც „ფრანკლინის“ კლუბის წევრები, ასევე სხვა არასამთავრობო ორაგნიზაციების წარმომადგენლები. მათ ატრეინინგებენ, როგორ მოიქცნენ არეულობის, კარვების ქალაქის გაშლის დროს. რა წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ პოლიციურ ძალებს. როგორ უნდა იხმარონ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები თუ სხვა. ლეტალური ტიპის შეიარაღება როგორ გამოიყენონ. ამ ყველაფერზე მე არა ერთხელ მისაუბრია და ეს ეჭვები დიდი ხანია არსებობს. დღეს უკვე სუს-მა განაცხადა, რომ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები ამ ეჭვებს ადასტურებს. ეს არის უკრაინის მაიდანის მსგავსი რევოლუციური სცენარისთვის მზადება, რომელიც ჩვენმა სპეცსამსახურებმა არ უნდა დაუშვან. ეს ქვეყნისთვის ძალიან სერიოზული არეულობის მომტანი შეიძლება გახდეს. ეს უბედურება ერთხელ უკვე გავლილი გვაქვს და უკან აღარ უნდა დავბრუნდეთ.

პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძვანელმა მიხეილ პოდოლიაკმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საქართველომ გამორიცხულია კანდიდატის სტატუსი მიიღოს. შესაძლოა პოდოლიაკი, არახამია და სხვა ფიგურები ამ რევოლუციურ სცენარში ჩართულები იყვნენ და თუ კი, რა ფორმით იღებენ ისინი მონაწილეობას?

-საქმე იმაშია, რომ პოდოლიაკი და არახამია ფიგურანტები არ არიან. თუმცა ისინი არიან სპიკერები და გლობალური ომის პარტიის გეგმების გამხმოვანებლები. პოდოლიაკმა თავის თავზე ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის ბედის გადაწყვეტა აიღო. არახამიამ აიღო თავის თავზე ჩვენი ბიზნესმენების სანქციების ქვეშ აყვანის ფუნქცია. კვირა არ გადის, რომ ამაზე ხმამაღლა არ ილაპარაკონ. ესენი არიან ტექნიკური პერსონალი, იმ გლობალური ომის პარტიის, რომელსაც საქართველოში ხელისუფლების ცვლილება და მეორე ფრონტის გახსნა სურს. ამის მიზეზი კი ქვეყნის სათავეში საკუთარი აგენტურის მოყვანაა. უკრაინაშიც და საქართველოშიც ერთი ორგანიზაცია მოქმედებს. აქ არიან ნაცსექტის სახით წარმოდგენილები, ხოლო უკრაინაში მოქმედი ხელისუფლების სახით. უკვე აღარავინ დავობს იმაზე, რომ ამ ორივე ძალას ერთი და იგივე ორგანიზაცია მართავს და ერთმანეთს ეხმარებიან.

სუს-ის მიერ ამ რევოლუციურ სცენარში ერთ-ერთ მთავარ გმირად მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვა მიხეილ ბატურინია დასახელებული. მის შესახებ გავიგეთ ის, რომ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს 2021 წელს საქართველოში მყოფმა ზელენსკიმ შეაწყალებინა. რა ფიგურაა ბატურინი ახლა უკრანაში და რა სახის კავშირი აქვს ამ ეტაპზე სააკაშვილთან და მის ოჯახთან?

– მიხეილ ბატურინი, მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვა იყო და ყველაზე დაახლოვებული იყო სააკაშვილის დაცვის უფროსთან თემურ ჯანაშიასთან. ეს არის ადამიანი, რომელსაც სააკაშვილის ოჯახი იმდენად ენდობა, რომ მის სახელზე მილიონად შეფასებული იახტაც კი ჰყავდა გაფორმებული. ამის ნათელი მაგალითია 2020 წლის 8 ნოემბრის შემთხვევა, როცა იგი საქართველოს საზღვრის უკანონ კვეთის ბრალდებით დააკავეს. ის უკრაინიდან თურქეთისკენ მიმავალი იახტით გადაადგილდებოდა. მასთან ერთად უკრაინის ორი მოქალაქე იმყოფებოდა.

აღმოჩნდა, რომ ეს ძვირადღირებული იახტა, ოფიცილურად მიხეილ ბატურინის სახელზე იყო გაფორმებული. ახლა მკითხველმა გამოიტანოს დასკვნა, რა დონის ერთგულებით სარგებლობს იგი სააკაშვილის ოჯახის მხრიდან. ბატურინის მეშვეობით ოჯახმა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია სცადა. როდესაც ამ ადამიანს და მის ორ თანამგზავრს 4 წელი მიუსაჯეს, ეს საერთაშორისო დახმარების მანქანა მყისიერად ჩაირთო და ზელენსკის თხოვნით, ჩვენმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ის შეიწყალა. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა ქვეყანა კრიმინალს აკავებს და სხვა ქვეყნის პრეზიდენტების თხოვნით, ჩვენი პრეზიდენტი მათ იწყალებს. ეს არის საშიში ტენდენცია სახელმწიფოსთვის, რადგან მსგავსი პრეცედენტებით გამოდის, რომ კრიმინალები ჩვენი პრეზიდენტის დახმარებით პასუხისმგებლობას თავიდან იცილებენ.

როგორ ფიქრობთ, ყოფილი გენერალური პროკურორის, ფარცხალაძის დასანქცირების საქმეში არის თუ არა უკრაინის მხარე ჩართული და რატომ ფარცხალაძე? ამბობენ, თითქოს ის რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს…

– გლობალური ომის პარტიის მთავარ მიზანს ბიძინა ივაიშვილის დასანქცირება წარმოადგენს, თუმცა ამას ვერ ახერხებენ, რადგან ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს. თუმცა რის შესაძლებლობასაც აძლევენ ამ სასანქციე სიების შემდგენლები, ეს არის მინიშნებები, რომ საუბარი მიდის ადამიანებზე, რომლებიც ივანიშვილის საახლობლო წრეში შედიან. ამით სურთ შექმნან შთაბეჭდილება ადგილობრივ ნაცსექტანტებს შორის, რომ თითქოს სასანქციე საერთაშორისო პოლიტიკა მათ მხარეს არის. ანუ, ხალხს უქმნიან ცრუ შთაბეჭდილებას, თითქოს ივანიშვილის დასანქცირება დროის ამბავია. რა თქმა უნდა, დავით არახამია ამ სანქციების ტექნიკური შემსრულებელია. ის შავი საქმის შემსრულებელია და ამაზე ტრაბახობს კიდეც.

წყარო: for.ge

სხვა ახალი ამბები:

 

,,ხვალ პენსიები და ხელფასები რომ გაიყინება!- მერე იძახეთ ბიძინა!“ – გია ხუროშვილი

 

,,აქციები და საერთო პროტესტი!” – მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს

 

პარლამენტის ფოიეში, ოპოზიციასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბია (video)

 

”სინამდვილეში, ჩვენ არ ვკვდებით” – მსოფლიო შოკირებულია ახალი სამეცნიერო თეორიით

 

500 და 1000 ლარი ოჯახებს – ნახეთ ვინ მიიღებს ფულად დახმარებას

 

“გამეორება ცოდნის დედაა” – მიხეილ სააკაშვილის მოკლე დახასიათება ლექსად თქმული – მაია ელოშვილი

Cesko