500 და 1000 ლარი ოჯახებს – ნახეთ ვინ მიიღებს ფულად დახმარებას

0
2452
66 Views

სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი 500 ლარიანი დახმარების პროგრამა თბილისის მერიაში ფუნქციონირებს, რომლის მიზანია ოჯახებისთვის ახალშობილის შეძენის შემთხვევაში მატერიალური დახმარების გაწევა.

ვინ არიან პროგრამის ბენეფიციარები?

თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.

რას მოიცავს პროგრამა?

ფულადი დახმარების ოდენობა 500 ლარს შეადგენს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:

ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;

ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;

გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.

როგორ უნდა მიიღოს ოჯახმა ბენეფიტი?

თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მოწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.

კუთვნილი თანხის დარიცხვა ხორციელდება მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ.

რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა?

მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:

• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც)

• ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი

სხვა ახალი ამბები:

“ცოდონი არიან ახალგაზრდები, ბავშვები, ერი, მთლიანად! არასწორად მივდივართ, გავქრებით ასე…” – რას წერს მაია დვალიძე

 

რატომ უქრებათ ქალებს სექსის სურვილი ასაკის მატებასთან ერთად – რა იწვევს სექსუალურ დისფუნქციას ქალებში

 

“არ შექმნა „ექშენი“ ერთ ამბავში? ნეტავ ვის ჰგავს“ – სოფო ნიჟარაძე ელის მარიას უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს

 

”სინამდვილეში, ჩვენ არ ვკვდებით” – მსოფლიო შოკირებულია ახალი სამეცნიერო თეორიით

 

500 და 1000 ლარი ოჯახებს – ნახეთ ვინ მიიღებს ფულად დახმარებას

 

როგორ გაგზავნა შევარდნაძემ ირაკლი წერეთელი ბრიუსელში, ნატო-ს 30 000 ჯარისკაცის ჩამოსაყვანად – რას გვიყვება სოსო ცინცაძე

 

“… ასეთ სიხარულს და აჟიოტაჟს რატომ იწვევს?”- რას წერს ნიკა გვარამია ხვიჩა კვარაცხელიაზე

 

რა მოხდება დედამიწაზე – ნახეთ 15 წლის წინასწარმეტყველმა ბიჭმა შოკისმომგვრელი პროგნოზი გააკეთა და მსოფლიო აალაპარაკა

 

ნეიროქირურგი ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს

Cesko