“ცოდონი არიან ახალგაზრდები, ბავშვები, ერი, მთლიანად! არასწორად მივდივართ, გავქრებით ასე…” – რას წერს მაია დვალიძე

0
647
64 Views

ბავშვი, რომელიც ტელეფონში თამაშებზე და უაზრო სკეჩებზე კი არა უკვე ე.წ. “ვიდეო-რილზეა” შემჯდარი, მას ისეთი პრობლემები შეექმნება, რაიმეს დასწავლა და გაანალიზება კი არა, გზაზე გადასვლისას შუქნიშნის ანთებას რომ დაელოდოს, მაგის ნებისყოფაც კი არ ექნება..
ნუ ღუპავთ შვილებს!!!!
ე.წ. “პედაგოგებს” და “ფსიქოლოგებს”, “ცაკლე მოკითხვას” ვუთვლი, გულგრილობისთვის!!!!!!!
პედაგოგები და ფსიქოლოგები ყოველდღე განგაშის ზარებს უნდა სცემდნენ!!
ისინი ხომ ყველაზე კარგად ხედავენ რაოდენ დეგრადირდნენ ბოლო 2 ათეული წელია ბავშვები და მოზარდები, თაობები, როგორ იმატა ფსიქიკურმა აშლილობებმა არაჯანსაღი ფასეულობების და ქცევების წინ წამოწევით…
როგორ იმატა გაუნათლებლობამ უგვანო სასწავლო პროგრამებით, რომელიც ცოდნის სიმყარის განცდას კი არა, დეზორიენტაციას უფრო იწვეს მოსწავლეებში.
სამაგიეროდ, უგვანო დებულებებში არიან განმტკიცებულნი, ადამიანური ფასეულობებისგან დაცლილნი და ქართულ კულტურას მოწყვეტილნი!
ბაღში იატაკზე აჯენენ ბავშვებს წაკითხულის მოსმენისას, იმის მაგივრად მაგიდასთან ჯდომის კულტურა დაასწავლონ…
პირველ კლასში კალმის ჭერასაც კი არ ასწავლიან, რომ წესიერად წეროს ბავშვმა, აღარაფერს ვამბობ, ასოების გამოსახვის წესის დასწავლაზე და ზოგადად კალიგრაფიის უგულებელყოფაზე, რაც არის განათლების და განვითარების ღერძი!!!
ყველა რანგის და სფეროს პედაგოგებო და ფსიქოლოგებო, გეყოთ დუმილი და სისტემის უსიტყვოდ მორჩილება!
ჯერ კიდევ 2020-2021 წლების, კორონას პერიოდში გამოჩნდა თქვენგან დიდი ნაწილი შიშით თუ “პრადვინუტობის” დაბრალებით როგორ იქცა სისტემის ჯალათად!!!
გეყოთ!!!
პედაგოგების და ფსიქოლოგების 80% ქალები ხართ, დედები ხართ, ბებიები ხართ, დეიდები ხართ, მამიდები ხართ, ნათლიები ხართ!
იყავით ქართველი ერის დედაბურჯები, ქართვლის დედები და არა მტრის საუკეთესო იარაღები!
ჯერ კიდევ შახ-აბასი ამბობდა, ქართველს მხოლოდ ქართველი ქალის წარწყმედით თუ დავამარცხებთო…
მაშინ, ქეთევან დედოფალმა მოიგო ყველაზე დიდი ომი!!!!
დღეს, შეხედეთ ტელეეთერებს, წარწყმედილი ქალების ასპარეზადაა ქცეული!
ყველა უგვანობას ქალი ჩაუდგა სათავეში!
ყველაზე “გიჟ პოლიტ- აქტივისტებადაც” ხომ ქალები გვევლინებიან..
გთხოვთ, დაფიქრდით, საით მივყავართ თქვენს დუმილს!
ცოდონი არიან ახალგაზრდები, ბავშვები, ერი, მთლიანად!
არასწორად მივდივართ, გავქრებით ასე…

მაია დვალიძე, პუბლიცისტი

 

 

სხვა ახალი ამბები:

 

https://split.spnews.io/ka/archives/179591

 

“არ შექმნა „ექშენი“ ერთ ამბავში? ნეტავ ვის ჰგავს“ – სოფო ნიჟარაძე ელის მარიას უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს

 

”სინამდვილეში, ჩვენ არ ვკვდებით” – მსოფლიო შოკირებულია ახალი სამეცნიერო თეორიით

 

500 და 1000 ლარი ოჯახებს – ნახეთ ვინ მიიღებს ფულად დახმარებას

 

როგორ გაგზავნა შევარდნაძემ ირაკლი წერეთელი ბრიუსელში, ნატო-ს 30 000 ჯარისკაცის ჩამოსაყვანად – რას გვიყვება სოსო ცინცაძე

 

“… ასეთ სიხარულს და აჟიოტაჟს რატომ იწვევს?”- რას წერს ნიკა გვარამია ხვიჩა კვარაცხელიაზე

 

რა მოხდება დედამიწაზე – ნახეთ 15 წლის წინასწარმეტყველმა ბიჭმა შოკისმომგვრელი პროგნოზი გააკეთა და მსოფლიო აალაპარაკა

 

ნეიროქირურგი ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს

Cesko