პატრუშევი: “ანგლო-საქსების კარნახით რუსოფობია ვრცელდება ევროპის ქვეყნებში, პირველ რიგში ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სადაც ასევე იდევნება ყველაფერი რუსული. ანადგურებენ ძეგლებს და წვავენ რუსულ წიგნებს, ისევე როგორც ნაცისტურ გერმანიაში”

0
655
27 Views

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის აზრით, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ანგლო-საქსების მეთაურობით, ჰიტლერული გერმანიის მეთოდებით დევნიან ყველაფერ რუსულს. ამის შესახებ პატრუშევმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა.

„ანგლო-საქსების კარნახით რუსოფობია ვრცელდება ევროპის ქვეყნებში, პირველ რიგში ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სადაც ასევე იდევნება ყველაფერი რუსული. ანადგურებენ ძეგლებს და წვავენ რუსულ წიგნებს, ისევე როგორც ნაცისტურ გერმანიაში“, – აცხადებს პატრუშევი.

მისივე თქმით, ლატვიის ხელმძღვანელობამ ბრძანება გასცა რუსულ ენაზე ყველა წიგნის განადგურება და რუსული ენის აკრძალვა.

„უფრო მეტიც, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც არ ჩააბარებენ ენის გამოცდას, ქვეყნიდან იძულებით დეპორტაცია ემუქრებათ“, – დასძინა პატრუშევმა.

სხვა ახალი ამბები:

“არ უნდა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოსთვის უკრაინის ბედი…”- რუსი ჟურნალისტი “ქართული მაიდანის” მზადებაზე ყვება (ვიდეო)

„უკრაინის საზღვართან, პოლონეთის სოფლებში არის ბანაკები, სადაც საქართველოდან ახალგაზრდები ჩაჰყავთ და ატრენინგებენ“

ნინო ლომჯარიამ ეროვნული ბანკის წევრების ფოტოები გამოფინა და მათ გადადგომას ელის

პარლამენტის ფოიეში, ოპოზიციასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბია (VIDEO)

 

Cesko