28 Views
,,ტაბულას” დირექტორი, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი ბებიობისთვის ემზადება. მისი ქალიშვილი, კატო კოპალეიშვილი შვილს ელოდება. მომავალმა ბებიამ ეხოსკოპიის ვიდეო გააზიარა და დაწერა:
,,უფრო creepy ვიდეოებიც მაქვს, მაგრამ დაგინდობთ – ეს კატოს ქალიშვილი გახლავთ. 2022 წელს მოევლინება ამ შეშლილ სამყაროს და სათანადოდ დავხვდები შლეგი ბებიის როლში! ყველას გილოცავთ!”.
თამარ ჩერგოლეიშვილს კატო პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ცნობილია, რომ მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. კატომ განათლება საფრანგეთში მიიღო, დამთავრებული აქვს ,,თავისუფალი უნივერსიტეტი”. მან რამდენიმე უცხო ენა იცის და სხვადასხვა დროს არაერთ წარმატებულ კომპანიაში მუშაობდა. 2019 წლიდან ,,თავისუფლების ინსტიტუტის” მენეჯერია.
თამარ ჩერგოლეიშვილსა და გიგა ბოკერიას ერთი საერთო შვილი, კესო ჰყავთ.