საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

0
755
32 Views

პირველადი ინფორმაციით, საქართველოში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“დღეს, თბილისის დროით 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 5.8 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა””, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

განახლება:

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 6,2  მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. ეპიცენტრი დმანისთან ახლოს იყო. ,,მთავარის” ეთერში ჩაერთო დმანისის მკვიდრი, ლაურა ჩხეტიანი.

-ჯერ იყო ხმაური. რამდენიმე წამი სახლის კარი გაიჭედა, არ იღებოდა, რომ გამოვქცეულიყავით. ეტყობა, დეფორმაცია მიიღო. მძინარე ბავშვს დავტაცეთ ხელი და გამოვვარდით. 1994 წლიდან აქ ვცხოვრობთ და ასეთი მიწისძვრა არ გვიგრძვნია, მიუხედავად იმისა, რომ აქ ბიძგები ხშირია. სახლიდან რომ გამოვედით, იყო რაღაცების ცვენის ხმა, მაგრამ სახლებში ვერ შევდივართ, ყველანი გარეთ ვართ. ბავშვს მანქანაში დავუგეთ საბანი.

სწორად ვერ გაივლიდი, აქეთ-იქით ვეხეთქებოდით, ისე იძვროდა მიწა, – მოუყვა ,,მთავარს” ქალბატონმა ლაურამ.

მისი თქმით, ელექტროენერგია ქალაქში უკვე აღდგა.

Cesko