reuters-ის ცნობით, 1-ლ იანვარს, იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერია მოხდა. ბოლო 3 საათის განმავლობაში ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში 30-მდე მიწისძვრა დაფიქსირდა 3,6 -დან 7,6-მდე მაგნიტუდის სიმძლავრის. როგორც სააგენტო “კიოდო” იუწყება, ხელისუფლებამ ცუნამის საფრთხე გამოაცხადა იაპონიის მთელი დასავლეთ სანაპიროზე.
პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ მოუწოდა ცუნამის საფრთხის ქვეშ მყოფ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს “დაუყოვნებლივ დატოვენ საცხოვრებელი ტერიტორია.
როგორც Reuters-ი, აღნიშნავს ძლიერი ცუნამის შესახებ გაფრთხილება ნიშნავს, რომ არსებობს 3 მეტრზე მეტი სიმაღლის ტალღების საფრთხე, ცუნამის საფრთხე ასევე გამოცხადდა რუსეთის ვლადივოსტოკში, ხაბაროვსკის მხარესა და სახალინის კუნძულზე. გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიის საავადმყოფოებში მაშველებმა უკვე მიიყვანეს პირველი დაზარალებულები, მაგრამ დაშავებულთა რაოდენობა არ არის სახელდება.
ოფიციალური ცნობებით დანგრეულია შენობები და ინფრასტრუქტურა, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთნენ სამხედროები. საავადმყოფო იშიკავაში გენერატორებზე მუშაობს, რადგან მიწისძვრის შედეგად ამ ტერიტორიაზე შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება. 36 ათასზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, შეფერხებით მუშაობს ინტერნეტი.
იაპონიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში არსებული ყველა ატომური ელექტროსადგურის რეაქტორი უპრობლემოდ მუშაობს, თუმცა ზოგიერთ ბირთვულ ობიექტებში მოხდა ნავთობის დაღვრა და დაფიქსირდა რამდენიმე მცირე ზიანი.
როგორც სეისმური სამსახური იუწყებს უახლოეს დღეებში მოსალოდნელია უფრო ძლიერი მიწისძვრები იმ მხარეში, სადაც სეისმური აქტივობა სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დუღდა. რეკლამა გადაახვიეთ გასაგრძელებლად “მაქალაქეები უნდა იყვნენ მზადყოფნაში შემდგომი შესაძლო მიწისძვრებისთვის და მოვუწოდებ ხალხს იმ ადგილებში, სადაც ცუნამია მოსალოდნელი, რაც შეიძლება მალე დატოვონ ეს ტერიტორიები“, – თქვა პრემიერმა კიშიდამ. “გაიქეცი!” – სატელევიზიო ეკრანებზე გამოჩნდა ყვითელი გაფრთხილება, რომელიც სანაპიროს კონკრეტულ რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ურჩევს სასწრაფოდ დატოვონ სახლები. მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო მიმოსვლა იშიკავას მიმართულებით შეჩერებულია. იაპონურმა ავიაკომპანიამ ANA (9202.T) უკან დააბრუნა თვითმფრინავები, რომლებიც მიემართებოდნენ ტოიამასა და იშიკავას აეროპორტებში, ხოლო Japan Airlines-მა (9201.T) გააუქმა თავისი სერვისების უმეტესი ნაწილი ნიიგატასა და იშიკავას რეგიონებში. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იშიკავას ერთ-ერთი აეროპორტი დაკეტილია.
წყარო: https://www.ambebi.ge/article/303973-zlieri-miciszvrebis-seria-iaponiashi-ngreva-da-cun/
სხვა ახალი ამბები:
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალ 2024 წელს საქართველოში პირველი მიწისძვრა მოხდა – დეტალები
“მამაჩემი გიჟია?! მე ვფიქრობ, რომ…” – რას ამბობს ედუარდ სააკაშვილი
“მამაჩემი გიჟია?! მე ვფიქრობ, რომ…” – რას ამბობს ედუარდ სააკაშვილი
ვის რაში გაუმართლებს დრაკონის წელში და ვის ელის ყველაზე რთული 2024?
“დღეს ჩემი ილა ორი წლის გახდა” – დათო ხუჯაძე შვილის ფოტოს აქვეყნებს
“ძველი ყიფშო დაბრუნდა” – გიორგი ყიფშიძემ იმიჯი ისე შეიცვალა ვეღარ იცნობთ (ვიდეო)