პირველი იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

0
1056
32 Views

ვერძი

სადღესასწაულო დღეებში თქვენს სტიქიაში იგრძნობთ თავს, ახალი წელი მხიარულ ატმოსფეროში ჩაივლის, წელი კი უამრავ ახალ შეხვედრასა და სიახლეს გპირდებათ.

კურო

შეეცადეთ მშვიდად, აუღელვებლად და ფხიზლად შეხვდეთ ახალ წელს, სწორედ ასეთ დღეებში ხდება ხოლმე საოცრებები, ახალი წელი თქვნთვის ახალ დიდ შესაძლებლობებს მოიტანს.

ტყუპები

ახალი წლის დადგომამდე უამრავი საქმე გაქვთ მოსასწრები, ხუმრობა ხომ არაა?! სანტაც უნდა იყოთ და დიასახლისი ან მასპინძელიც. მაგრამ ღამის 12 სთს ის მოახლოებისთანავე ყველაფერი ჯადოსნური ელფერით შეიცვლება.

კირჩხიბი

დატვირთული და დამღლელი დღე შეიძლება იყოს, სირბილი და მზადება სტუმრების დასახვედრად, მერე კი მოწესრიგება-დალაგება. თუმცა, დღეს მთავარია არ დაგავიწყდეთ და გამოიყენოთ ჯადოსნური დრო.

ლომი

მიუხედავად გუნება-განწყობის დაქვეითებისა თქვენ მაინც ზეიმის სული და გული ხართ! იოცნებეთ, განეწყვეთ უკეთესი მომავლისკენ და ყველაფერი ჯადოსნური გზით სათქვენოდ დალაგდება.

ქალწული

კარგი იქნება ახალ წელს თუ სადმე სხვაგან შეხვდებით, 2022 წლიდან ქალწულები ახალ ცხოვრებას იწყებენ, ახალი ჩვევებითა და ცხოვრების რეჟიმით: დილით ადრე ადგომა, ვარჯიში და სხვა. ახალი წლის ღამე ის ჯადოსნური მომენტია, როდესაც ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია.

სასწორი

ეს ახალი წელი სჯობს თქვენთვის ნაცნობ გარემოში, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ, თქვენი მახასიათებელი უნდა იყოს სისადავე და პრაქტიკულობა. იმ სასწორებს რომელთაც არ გყავთ ცხოვრების მეგზური, 2022 წელი დაწყვილებას გპირდებათ, ასევე გაგახარებთ მათაც, ვინც შვილის მოლოდინში ხართ.

მორიელი

თქვენ გიყვართ განსხვავებულად ახალი წლის აღნიშნვა, მეგობრებთან ერთად, შემდეგ ძველი სიყვარულის გახსენება… წელს თქვენ მხიარული, ხელგაშლილი და ყურადღებიანი იქნებით, ამას შესაძლოა თავის მიზეზიც ჰქონდეს.

მშვილდოსანი

დიდი მხიარულება და დროს ტარება ძალიან გაგახალისებთ, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ეს დღესასწაულია, საოცრებების, სურვილების ასრულების ჯადოსნური დრო, ნუ გაფლანგავთ ამ დღის ენერგიას პოლიტიკაზე და სხვა ყოფით საკითხებზე საუბარში.

თხის რქა

გულის სიღმეში ახალი წელი თქვენი დღესასწაულია და ბავშვივით გახარებთ, გჯერათ სასწაულების, გჯერათ, რომ გაიხსნება ჯადოსნური კარი და აუცილებლად დაიწყება ახალი ზღაპარი. იყავით ხელგაშლილი, გაუკეთეთ საჩუქრები ახლობლებს.

მერწყული

გიყვართ განსვავებულ გარემოში დღესასწაულების აღნიშნვა, მეგობრებთან, ახლობლებთან ერთად, მიუხედავად არსებული ქაოსისა მაინც ბედნიერი და კმაყოფილი ხართ ყველაფრით. ყველაზე მეტად თქვენ გრძნობთ ცვლილებების საჭიროებას, გრძნობთ, რომ რაღაც სხვა დრო დგება… სურვილების ჩაფიქრების დროა!

თევზები

იმხიარულეთ, იცეკვეთ, იზეიმეთ. ახალი წელი ჯადოსნური დროა სურვილების ასრულებისთვის და ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებების შესატანად. ეს ახალი კვირა თქვენთვის მოულოდნელობებით იქნება აღსავსე, აი 2022 წლის მოვლენების უმეტესობა კი თქვენს ხელთაა.

 

სხვა ახალი ამბები:

“ნეტავ მოგასმენინათ ბლექ-ნოდარა და მისი ქალები როგორ მჩხიბაობენ: რატომ მოვიდა, ვისთვის მოვიდა, რა ჩაიფიქრა…”

ახალ 2024 წელს საქართველოში პირველი მიწისძვრა მოხდა – დეტალები

“მამაჩემი გიჟია?! მე ვფიქრობ, რომ…” – რას ამბობს ედუარდ სააკაშვილი

ვიდეო : “ჟიური შოკში იყო, ასეთი უნიჭიერესი ადამიანი დაკარგა საქართველომ” – დღეს გარდაცვლილი 33 წლის ჯანო იზორიას საოცარი შესრულება “გვაჩვენე შენ ხმაში”

“მამაჩემი გიჟია?! მე ვფიქრობ, რომ…” – რას ამბობს ედუარდ სააკაშვილი

„გუგას არასოდეს ვანებივრებ საჩუქრებით.. წელს სანიმუშო ქცევისთვის, ნამუსმა შემაწუხა..” – ნინო ნადირაძე სახალისო ამბავს გვიზიარებს

ვის რაში გაუმართლებს დრაკონის წელში და ვის ელის ყველაზე რთული 2024?

“დღეს ჩემი ილა ორი წლის გახდა” – დათო ხუჯაძე შვილის ფოტოს აქვეყნებს

“ძველი ყიფშო დაბრუნდა” – გიორგი ყიფშიძემ იმიჯი ისე შეიცვალა ვეღარ იცნობთ (ვიდეო)

Cesko