უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი, რომელიც ახლა უკრაინის საზღვრებს მიღმა იმყოფება, მორიგ პსკანდალურ განცხადებას აკეთებს:
მისი თქმით, როგორც კი ქვეყნებს შორის სამშვიდობო ზავი დაიდება, რუსეთმა და უკრაინამ ერთად დასავლეთს უნდა უჩივლონ.
“ახლა ერთმანეთის ასობით, ათობით ათას ადამიანს დავხოცავთ ავდეევკასთვის, ჩასოვ-იარისთვის. და რისთვის? რას მიიღებს ამით რუსეთი და უკრაინა?!
რას მივაღწიეთ ისტორიულად? ჩვენ (უკრაინელები – რედ.) მოვეწონეთ ვაშინგტონისა და ბრიუსელის საოლქო კომიტეტების ბიძიებს, რომლებიც დგანან და ტაშს უკრავენ – უყურებენ, როგორ ახტება ორი მაიმუნი ერთმანეთს დანებით?
და ეს ყველაფერი რად გვინდა? პუტინს უნდა ვუთხრათ: “მოდით, დავზავდეთ“. მაგრამ ჩვენ ეს ზავი განსაკუთრებულად ეშმაკურად უნდა დავდოთ: წარვადგინოთ კოლექტიური სარჩელი დასავლეთის წინააღმდეგ. უკრაინამ და რუსეთმა ეს ერთად უნდა გააკეთონ. დასავლეთი ჩვენთან ვალშია“, – განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ექსმრჩეველმა.
წყარო: https://www.ambebi.ge/article/303725-putins-unda-vutxrat-modit-davzavdet-rusetma-da/
სხვა ახალი ამბები:
https://split.spnews.io/ka/archives/183081
https://split.spnews.io/ka/archives/183077
ცნობილია, ვინ დაისვენებს 3-5 იანვარს საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით
ახალი დეტალები ტრაგიკულად გარდაცვლილ წლინახევრის ბავშვზე, რომელსაც ლობიოს მარცვალი გადასცდა
ვიდეო : “ეს კნავილი გამორთე, რა” – ია ფარულავა სოფო ნიჟარაძის სიმღერაზე