ცეკვავენ ვარსკვლავები ჩემი ცხოვრების ახალი, ძალიან დიდი საწყისია და ამისთვის ნოე სულაბერიძეს ძალიან დიდი მადლობა” – თედო ბექაური (ფოტო-ვიდეო)

0
375
56 Views

„ცეკვავენ ვარსკვლავები ჩემი ცხოვრების ახალი, ძალიან დიდი საწყისია და ამისთვის ნოე სულაბერიძეს ძალიან დიდი მადლობა, ის დამეხმარა ძალიან.

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოირგებ ცეკვას. თუ შეგეშალა, არა უშავს, მთავარია, არ გაჩერდე. ჩემთვის განსაკუთრებული იყო ქართული ტური, სადაც „აფხაზური“ ვიცეკვეთ. ამ ცეკვას სულ სხვა დატვირთვის ვცეკვავდით.

ყველა ცეკვა ძალიან მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად პროექტში შესრულებული პირველ ცეკვას გამოვარჩევ. სიცხე მქონდა და რეპეტიციებზე ვერ დავდიოდი, ბოლო სამ დღეში დავდგით რეალურად ცეკვა.

ჩემს გულშემატკივრებს დიდ მადლობას ვუხდი. ჩემი ცეკვა რამდენჯერაც დაიდო ფეისბუკზე, სულ ვნახულობ კომენტარებს და ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვისაც ერთი თბილი სიტყვა მაინც დაუწერია. იმდენი დადებითი კომენტარია ემოციებში ვვარდები და ვანებებ ხოლმე კითხვას თავს”, – ამბობს თედო ბექაური „შაბათ-კვირის დილის“ ეთერში.

თედო ბექაურმა 2009 წელს გიორგი ოვაშვილის ფილმში „გაღმა ნაპირი“ შესრულებული როლით თავი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს გააცნო. ფილმის პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კ/ფესტივალზე 2009 წლის 7 თებერვალს გაიმართა. 2009 წლის განმავლობაში ფილმი ნაჩვენები იყო ოცდაათამდე ქვეყანაში, ორმოცდაათამდე საერთაშორისო კინოფესტივალზე. თედო ბექაურმა შესრულებული როლისთვის არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის, პალმ სპრინგის საერთაშორისო კ/ფესტივალი (აშშ) (2010) – ფიპრესის ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, დაკას საერთაშორისო კ/ფესტივალი (ბანგლადეში, 2010) – ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის და სხვ.

გაღმა ნაპირი“ თედო ბექაურის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო:

“მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არა­სო­დეს მი­ოც­ნე­ბია. ყვე­ლა­ფე­რი ბედ­ნი­ე­რი შემ­თხვე­ვი­თო­ბის შე­დე­გია. ერთ დღეს, თბი­ლის­ში, თვა­ლის კლი­ნი­კა­ში ჩა­მო­მიყ­ვა­ნა დე­დამ, სა­დაც სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით შევ­ხვდი გი­ორ­გი ოვაშ­ვილს, რო­მელ­საც შვი­ლე­ბი ჰყავ­და ექიმ­თან ვი­ზიტ­ზე მოყ­ვა­ნი­ლი. ამ შეხ­ვედ­რამ ჩემი ცხოვ­რე­ბა ძი­რე­უ­ლად შეც­ვა­ლა. ვი­ზი­ტის მო­ლო­დინ­ში ბა­ტო­ნი გი­ორ­გის ქალ-ვაჟ­მა მი­ი­პყრო ჩემი ყუ­რა­დღე­ბა, ცელ­ქობ­დნენ. ბიჭს ხელ­ში რა­ღაც სა­თა­მა­შო ეჭი­რა, თა­მა­შობ­და, უცებ გო­გომ გა­მოს­ტა­ცა და თავ­ში ჩა­არ­ტყა. ამა­ზე გუ­ლი­ა­ნად გა­და­ვი­ხარ­ხა­რე. თურ­მე სწო­რედ ამ სი­ცი­ლით მი­ვიქ­ციე რე­ჟი­სო­რის ყუ­რა­დღე­ბა. მო­ვი­და, გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა. მერე დე­და­ჩემს გა­ე­სა­უბ­რა და გა­და­წყვი­ტეს, სინ­ჯებ­ზე მი­ვეყ­ვა­ნე.

მახ­სოვს, სტუ­დი­ა­ში რომ შე­ვე­დი, ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ მი­თხრა, ახლა მე მა­გი­და­ზე რა­ღაც რიტმს და­ვუკ­რავ და შენ იცეკ­ვეო. მე ჯერ მორ­ცხვად ვი­დე­ქი, მერე კი უცებ ენერ­გი­უ­ლად ავ­ცეკვდი. რე­ჟი­სორ­მა, რო­მე­ლიც კმა­ყო­ფი­ლი ჩან­და, გა­მაფრ­თხი­ლა, იცო­დე, სა­ნამ გა­და­ღე­ბე­ბი არ ჩა­ივ­ლის აღარ­სად იცეკ­ვოო. გა­და­ღე­ბე­ბი 2 კვი­რა­ში და­ი­წყო და 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამა­სო­ბა­ში, პირ­ვე­ლად ვნა­ხე ზღვა. მა­ნამ­დე თბი­ლისს არ ვი­ყა­ვი გა­ცი­ლე­ბუ­ლი. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი დამ­ჭირ­და, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­მემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა. თა­ვი­დან ისე ვმორ­ცხვობ­დი და ისე­თი ჩა­კე­ტი­ლი ვი­ყა­ვი, რომ რე­ჟი­სორს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, ტყუ­ი­ლად კარ­გავ ამ ბავ­შვთან დრო­სო. მერე ბა­ტო­ნი გი­ორ­გი და­მიჯ­და, სე­რი­ო­ზუ­ლად და­მე­ლა­პა­რა­კა და ამ სა­უ­ბარ­მა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო… გა­და­ღე­ბე­ბის დროს ჯანო იზო­რი­ას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი ოთახ­ში. ისე მა­ნე­ბივ­რებ­და, სულ კი­სერ­ზე ვყა­ვდი შემჯდა­რი. ყველ­გან ერ­თად დავ­დი­ო­დით. “გაღ­მა ნა­პი­რი” იყო პირ­ვე­ლი, ყვე­ლა გა­გე­ბით. ამ ფილმმა პო­პუ­ლა­რო­ბაც მო­ი­ტა­ნა, ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლიც მა­ჩუ­ქა, თვალ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მაც მო­მიგ­ვა­რა. ეს ფილ­მი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, დღეს ის არ ვიქ­ნე­ბო­დი, ვინც ახლა ვარ” – იხსენებდა თედო ბექაური.

წყარო: მარაო.ჯი

სხვა ახალი ამბები:

“ჩემო გოგო, ციდან ჩამოფრენილო” – ნახეთ ბაიარ შაჰინის (გუნდარიძის) ულამაზესი შვილების საოცარი შესრულება – რა აკავშირებთ მათ ბავშვობიდან საქართველოსთან (ფოტო-ვიდეო)

უმძიმესი ამბავი წყალტუბოში – სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა მიუსაფარ ძაღლს პირში ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაუდო: ცხოველს პირის ღრუ დამწვარი აქვს და მისი მდგომარეობა მძიმეა

“არი­ან მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ის­ტო­რი­ა­ში თითო-ორო­ლა და­უ­ვი­წყა­რი რო­ლით რჩე­ბი­ან, ასე­თია ულა­მა­ზე­სი დოდო ჩო­გო­ვა­ძე” – საბჭოთა კინოს ქართველი მშვენება და უდიდესი პოპულარობა ერთი როლით: როგორია “პრინცესა ბუდურის”დღევანდელობა?

 

რა მდგომარეობაშია დღეს გია დუდაშვილი (თო­ჯი­ნით ხელ­ში მოსიარულე კაცი), რომლის მეუღლე და 3 შვილი შოვის ტრაგედიამ იმსხვერპლა

40 000 დოლარიანი ოპერაციები და ორი გარდაცვლილი- ნინო ნადირაძე-კუზანოვას და კლინიკა ლანცეტის სკანდალი

დედის ლოცვა, რომლითაც თქვენს შვილებს განსაცდელებისგან იცავთ

 

Cesko