რამსდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ 4-დღიანი ძებნის შემდეგ 27 წლის სალომე ტეტუნაშვილი ცოცხალი იპოვნეს, ის საავადმყოფოდან საგამოძიებო უწყებაშია გადაყვანილი. ფაქტს საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფის“ ქართველი ოპერატორი ფიქრია კუჭუხიძე ეხმაურება.
„ჩუმად მოვიწმინდე მერამდენედ ჩამოღვენთილი სიმწრის ცრემლი. წუხელ ღამე არა,
კოშმარი იყო… ჩემი საბრალო და არაორგანიზებულად გამოსული ქართველები მახსენდება… ზუსტად! რომ არა ისინი, ოჯახი, სადაც სალომე მუშაობდა და იცოდა ყველაფერი, დიდხანს არაფერს იტყოდა…ახლა მიზეზები არ ვეძიოთ! ეს პირადია! სალომეს პოვნას კი ვულოცავ ყველა გულშემატკივარს. მადლობა ამ უცნობ გოგონას მაკას (ნაპოლს ჰყოლია ასეთი
საოცარი ქართველი პიროვნება საემიგრაციოს თანამშრომელი) რომელმაც მიიღო ზუსტი ინფორმაცია და გადასცა კომპეტენტურ პირებს!“, – წერს კუჭუხიძე სოციალურ ქსელში.