,,სახით უნდა ახოხიალო იმ ბებრიანად მთელი ოჯახი!” – რა ეჭვები გაუჩინათ სალომეს კლინიკაში პოვნამ ემიგრანტებს

0
5325
33 Views

ცოტა ხნის წინ, საბედნიეროდ, ნეაპოლში დაკარგული სალომე ტეტუნაშვილი ცოცხალი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოაჩინეს. როგორც წერენ, ისიც და მისი დედაც პოლიციაში გამოკითხვაზე არიან. ჯერჯერობით მეტი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უამრავი კითხვა გაჩნდა.

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტები, რომლებიც სალომეს დედას გვერდით დაუდგნენ, გუშინ ღამით მასთან ერთად გავიდნენ ქუჩაში აქციაზე, სოციალურ ქსელში თავიანთ ეჭვებზე წერენ:

,,ჩუსტებით, უტელეფონოდ, სიქიკური პრობლემების მქონემ შეძლო ფსიქიატრიულში თავისი ნებით მისვლა? კამერებში ჩანს, რომ არაა სახლიდან გამოსული!”.

,,ქართველი ხალხის ერთობამ გააკეთა თავისი საქმე და გოგო გამოაჩინეს. მაგრამ რას ერჩოდნენ ამ გოგოს, ფსიქიატრიულში საიდან სად? ანუ შეეშინდათ ხალხის და ვეღარ გააქრეს”.

,,ან ვინ ამუშავებდა სახლში ფსიქიკური პრობლემების მქონეს, თუ თვითონ არ დამართეს რამე საღსალამათ ბავშვს. ხომ ჰყავდა ნაცნობები და ვინმე მაინც გააჟღერებდა, რომ ურევდა. რაღაც დამართეს ოჯახში, ფაქტია. სულ სახით უნდა ახოხიალო იმ ბებრიანად მთელი ოჯახი”.

,,თავისით ხომ ვერ მივიდოდა ცუდად მყოფი ფსიქიატრიულში?! ოჯახი, სადაც მუშაობდა, რატომ დუმს. თუ ცუდად იყო, როგორ ანდობდნენ მოხუცს?! უნდა ჩაერთოს საელჩო და ადვოკატი”.

,,22- ში 16 საათზე ელაპარაკა ოჯახს, სახლიდან გასვლას არ გეგმავდა, ოთხი დღე ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერ გავიგეთ, ვიღაცის ხელი ურევია, თითქოს დამალული ჰყავდათ და აქციის მერე დატოვეს საავადმყოფოსთან”.
,,4 დღე საავადმყოფოში რომ ყოფილიყო, აუცილებლად იპოვიდა პოლიცია, დამიჯერეთ. საავადმყოფო უკავშირდება რამდენიმე წუთში ან ოჯახს, ან საკონსულოს, ან პოლიციას”.

,,ყოჩაღები ხართ, ემიგრანტებო. თქვენ რომ არ გააქტიურებულიყავით, ეს საქმე მშვიდობით არ დამთავრდებოდა. ბრავო! ასე გააგრძელეთ ერთმანეთის თანადგომა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ უცხო მიწაზე. თითოეულმა თქვენგანმა დაამტკიცეთ თქვენი წუხელდელი საქციელით ქვეყნის სიყვარული, ერთიანობით მიაღწიეთ საწადელს”.

Cesko