სალომე ტეტუნაშვილის და საზოგადოებას მიმართავს

0
1302
62 Views

სალომე ტეტუნაშვილის და საზოგადოებას მიმართავს და მადლობას უხდის. მისი ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დეტალები ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

„მეგობრებო, ვიპოვეთ სალომე, ცოცხალია! ყველას უდიდესი მადლობა, არასდროს დავივწყებთ თქვენს გვერდში დგომას! დეტალები ჯერ არ არის ცნობილი. მთავარია, ცოცხალი დაგვიბრუნდა ჩემი სულის ნაწილი“, – წერს სოფი ტეტუნაშვილი.

27 წლის სალომე ტეტუნაშვილი ნეაპოლში, ერთ-ერთ ოჯახში მომვლელად მუშაობდა. ის 22 იანვარს, საღამოს, დაახლოებით 10 საათისთვის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადასაყრელად გავიდა სახლიდან და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დედამ რამდენიმე საათში, სწორედ იმ ოჯახისგან შეიტყო, სადაც სალომე მუშაობდა.

25 იანვარს, ღამით, სამძებრო სამუშაოებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით, ქალაქ ნეაპოლში ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს. რამდენიმე ათეული ემიგრანტი სწორედ იმ სახლთან შეიკრიბა, სადაც სალომე ტეტუნაშვილი მუშაობდა.

26 იანვარს, საქართველოს საელჩომ იტალიაში, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ საკონსულოს მოთხოვნით, საქმეში უკვე ორი დღეა აქტიურად არიან ჩართული იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები.

სალომე ტეტუნაშვილი წარმოშობით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან არის. სალომე იტალიაში წასვლამდე სოფელ თელაში ცხოვრობდა. მეზობლები ამბობენ, რომ სალის მამა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, დედა-შვილი კი იტალიაში დაახლოებით ორი წლის წინ წავიდა და ისინი სხვადასხვა ოჯახში მუშაობდნენ.

Cesko