აფხაზეთის ომის ვეტერანმა დევნილებს სასტიკად შეუტია – “ნახევარი ტანი დავტოვე თქვენი სახლების დასაცავად და ჭიქა წყალი არ მახსოვს თქვენგან”

0
3528
75 Views

დავით ახრახაძე 22 წლის იყო, როდესაც აფხაზეთში თავისი სურვილით წავიდა. სოფელ მერკულაში ბრძოლისას ცალი ფეხი დაკარგა. ამის მიუხედავად, ორთვიანი მკურნალობის შემდეგ ოჩამჩირეში ისევ თანამებრძოლებს შეუერთდა. ახლა კი სოციალურ ქსელში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს მიმართავს.

„სახლი დავკარგეთ და სასწრაფოდ მოგვეცით ბინები თუარა გადადგეს ეს მთავრობაო გაჰკივიან ის ხალხი ვის უმეტესობასაც ტყვია არ გაუსვრია თავის კუთხის დასაცავად… ნახევარი ტანი დავტოვე იბიომატებო თქვენი სახლების დასაცავად და ჭიქა წყალი არ მახსოვს თქვენგან…. ნუ გადაიჯვით თავზე… თქვენი კუთხის დამცავი ხალხი უსახლკაროდ და თქვენგან ყაჩაღებად წოდებულები ვართ 30 წელია და ხმას არ ვიღებთ. ნუ გადაიჯვით თავზე მართლა…. სოხუმის დაცემის ბოლო დღეები მაინც არ მახსოვდეს… სად იყავით …. ძაან გთხოვთ ნუ შემაკამათებით თორემ ძაან დაგინოკრეტებთ ვინ სად იყავით 27_28-29 სექტემბერს“ – წერს იგი.

Cesko