მაია ნიკოლეიშვილი:რაღაც შინაგანი ცენზორი უნდა გქონდეს, არ იკადრო და სულხან მოლაშვილის წამება ახლოს არ მოიტანო სააკაშვილთან

January 18, 21:19
0
663

რაღაც შინაგანი ცენზორი უნდა გქონდეს, რომ არ იკადრო და სულხან მოლაშვილის წამება ახლოს არ მოიტანო სააკაშვილთან, – ამის შესახებ უფლებადამცველმა, მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

„მე გავესაუბრე სულხან მოლაშვილს და დავაფიქსირე დაზიანებები – ესეც საკმაოდ დიდი ბარიერების გადალახვის შემდეგ. სხვები უმუშავებდნენ ამ დაზიანებებს და მალამოებს უსვამდნენ.

როგორ შეიძლება სულხან მოლაშვილი ციხეში მყოფ მიხეილ სააკაშვილს შეადარო? რაღაც შინაგანი ცენზორი უნდა გქონდეს, რომ ეს არ იკადრო და სულხან მოლაშვილის წამება ახლოს არ მოიტანო სააკაშვილთან”, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

Cesko