„ღმერთო, ეს რა ახალი წელი დაგვიდგა“ – ვინ არის 17 წლის ბიჭი, რომელიც ახალ წელს მამამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა?

0
1020
52 Views

ემიგრანტების იმედი შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა 17 წლის ანრი გიორგაძე. იგი დღეს დილით მამამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

„გლოვობს მთელი ვანი. საბერძნეთშია დედა და ცოცხალ-მკვდარია ამ ამბის გაგების მერე აზა გოგიბერიძე. არადა, კაპიკ-კაპიკ აგროვებდა თანხას შვილების სამომავლოდ. სახლში 17 წლის ვაჟკაცი ეგულებოდა. ეფერებოდა სიზმრებში. ოცნებობდა, ყველაფერ ამისთვის უძლებდა სიშორეს, სიცივეს. უღირდა ემიგრანტული ტვირთის ტარება. ახლა კი მიემგზავრება ათენიდან ცარიელ-ტარიელი. შვილგარდაცვლილი დედები კვდებიან, ისე სუნთქავენ, თურმე უბრალოდ სუნთქავენ.

ანრი, ეს რა ახალი წელი დაგვიდგა, ვაიმე ანგელოზი ხარ ანრი სულითაც და ხორცითაც გაგვანადგურე ყველა აღარც ერთი ახალი წელი აღარ იარსებებს, აზას რა ვუთხრათ და რით გავამხნევოთ ანრი რით, მისი მონატრებული შვილი როგორ დახვდება სახლში, შენ რატომ წაგიყვანა ანრი უფალმა რატომ.

კალმით ნახატო ბიჭო, შენ როგორ მოგიხსენიოთ წარსულში, როგორ ვთქვათ შენზე სასუფეველში იყავით-თქო როგორ, ჯერ აწი იწყებდი ცხოვრებას ანრი, ვაი შენს დედას შენი ნახვისას ანრი, ვზივარ და ვუყურებ ამ ლამზ ფოტოს და არ მინდა დაჯერება იმის რომ შენ არ ყავხარ შენს დედას, შენ არ დახვდები ხვალ შენ მონატრებულ დედას. რით ვერ გაძეხი სიკვდილო ასე პატარ და ახალგაზრდა ბავშვების წაყვანით, რით ვერ დაასრულე ეს ამდენი ტკივილი.

ვაიმე, რა გითხრა და რით განუგეშო არ ვიცი, მე ასეთი მახსოვ ხარ ჩემო საყვარელო ბიჭო, ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ეს სიმართლეა.როგორ უნდა გაუძლონ შენმა მშობლებმა ამ საშინელ ტკივილს,რასაც უშენობა ქვია.უფალმა გამძლეობა მოგცეთ ჩემო აზა,შენ კი მშვიდად განისვენე ჩვენო ანგელოზო. ნათელი და სანთელი შენს წმინდა სულს, ღმერთო, რა ახალი წელი დაგვიდგა შენი ოჯახის დიდი სასჯელი შენი წასვლაა მათგან“, – წერს შოთო სიხარულიძე.

Cesko