“რამე არ შეგეშალოს! თქვენ რაც გინდათ, მე გაგიკეთებთ…” – დაჩი ტაბატაძის მუქარა ქალს, რომელმაც ის შშმ დედა-შვილზე ძალადობაში ამხილა

February 6, 16:53
0
394

მუქარა ქალზე, რომელმაც დაჩი ტაბატაძე ხაშურში გარდაცვლილ დედა-შვილზე ძალადობაში ამხილა – მარიამ მეყანწიშვილმა “მთავარ არხს” ის მიმოწერა და ხმოვანი შეტყობინებები მიაწოდა, რომელიც მას ტაბატაძემ სოციალურ ქსელში გაუგზავნა.

მეყანწიშვილზე ზეწოლა “მთავარი არხის” ეთერში მისი ინტერვიუს გასვლის შემდეგ დაიწყო. ის ყვებოდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედა-შვილზე ტაბატაძე სისტემატურად ძალადობდა, რის გამოც მათ სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულეს.

“არ დაგინახო აქ მოწერო მეორედ გაიგე?! ამხელა ქალი ხარ და მეტი მოთმინება იქონიე, გაიგე შენ?! რამე მართლა არ შეგეშალოს. ორი დღეა მარტო არიან ეს ცხონებულები ორივე და ერთი მიხვედი? ყურადღება მიაქციე? თქვენ რაც გინდათ, მაგას ვერ მოესწრებით ვერასდროს მაგრამ მე გაგიკეთებთ მაგას თქვენ რაც გინდათ. თქვენ ნახავთ მართლა. ჩემი ოჯახის სახელს რომ ახსენებთ, პირი გამოირეცხეთ. არ გრცხვენიათ მაინც?”, – მიმართავს დაჩი ტაბატაძე მარიამ მეყანწიშვილს.

ტაბატაძე, რომელსაც ორი ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებიან, ჯერჯერობით მედიასთან არ ჩნდება და არც სატელეფონო ზარებს პასუხობს.

შეგახსენებთ, ხაშურში 50 წლის მურთაზ მაჩხაშვილი დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაცვლილი გუშინ დილით ნახეს, დედას, ვენერა ღონღაძეს კი რამდენიმე საათში მიკროავტობუსი დაეჯახა. ერთ-ერთი ვერსიით, ქალი მიკროავტობუსს თავად შეუვარდა. ორივე გარდაცვლილი შშმ პირი იყო და დიდი ხნის განმავლობაში მეზობლის მხრიდან სისტემატურ ძალადობაზე საუბრობდნენ.

გარდაცვლილები ნათესავებმა ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.

Cesko