“ღმერთო, დალოცე ვინც ეს ყველაფერი რეალურ სამყაროში მოახდინა” – ნიკოლოზ რაჭველი

0
526
30 Views

მუსიკოსი, ნიკოლოზ რაჭველი:

“დღეს “მუსიკის ჰანგების” პირველი სპექტაკლი ჩავატარეთ და ძალიან კარგი იყო!!! ხვალ კი ოფიციალური პრემიერაასახლში რომ დავბრუნდი რატომღაც მომინდა ფილმი მენახა და ახლა ვუყურებ ისეთი სიამოვნებით, რომ რამდენიმე სანტიმეტრით ავმაღლდი…

 

მართლა რა სასწაული ფილმია, ბრწყინვალე, გენიალური, საოცარი მუსიკით, შინაარსით და შეუდარებელი ჯული ენდრიუსით…
სხვათაშორის ეს ისტორია ნამდვილ ამბავს ეყრდნობა და მონაზონი მარია მართლაც არსებობდა და მართლაც გააგზავნა მონასტერმა კაპიტან ფონ ტრაპის ოჯახში დედის გარდაცვალების შემდეგ შვიდი პატარა ბავშვის აღსაზრდელად და ეს ყველაფერი რაც ამ ფილმში ხდება მართლაც მოხდა 30-იანი წლების ზალცბურგში ნაციზმის უსასტიკესი ეპოქისა და მეორე მსოფლიო ომის გარიჟრაჟზე…

 

ეს არის ქალის ისტორია, რომელშიც იმდენი სიკეთე, სიყვარული, თავისუფლება და მუსიკა იყო, რომ დღესაც, თითქმის საუკუნის შემდეგ ამბავი ისევ ისე მძაფრად ემოციური და შთამბეჭდავია…

 

ჩემთვის “მუსიკის ჰანგები” ბავშვობის ერთერთი ყველაზე ძვირფასი მოგონებაა, რომელიც მახსენებს მშობლებს და მათ უკიდეგანო და უანგარო სიყვარულს…
მოკლედ, როგორც მთავარი გმირი ფროილაინ მარია იტყოდა “ღმერთო დალოცე” ვინც ეს ყველაფერი რეალურ სამყაროში მოახდინა და მერე ამ ამბავს ასეთი უნაკლო და ყავლ-გაუსვლელი მიუზიკლი მიუძღვნა!!
Cesko