26 Views
წალენჯიხაში არასრულწლოვანი შვილის მიერ გასროლილი ტყვიით დედა, 50 წლამდე ქალი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვმა ტირის თოფიდან გაისროლა, ტყვია კი ქალს კისრის არეში მოხვდა.
დაჭრილი ქალი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობით მუხლით დაიწყო.