300-500-1000 ლარი ოჯახებს – ნახეთ, ვინ მიიღებს ფულად დახმარებას

0
1314
44 Views

300-500-1000 ლარი ოჯახებს – ნახეთ, ვინ მიიღებს ფულად დახმარებას

04-12-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa
300-500-1000 ლარი ოჯახებს – ნახეთ, ვინ მიიღებს ფულად დახმარებას

 

სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი 500 ლარიანი დახმარების პროგრამა თბილისის მერიაში ფუნქციონირებს, რომლის მიზანია ოჯახებისთვის ახალშობილის შეძენის შემთხვევაში მატერიალური დახმარების გაწევა.

ვინ არიან პროგრამის ბენეფიციარები?

თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.

რას მოიცავს პროგრამა?

ფულადი დახმარების ოდენობა 500 ლარს შეადგენს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:

ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;

ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;

გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.

როგორ უნდა მიიღოს ოჯახმა ბენეფიტი?

თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მოწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.

კუთვნილი თანხის დარიცხვა ხორციელდება მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ.

რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა?

მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:

• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც)

• ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი.

სხვა ახალი ამბები:

 

ვიდეო : “ხარობს მთელი საქართველო !” – ნიცა თავაძე  ხვიჩა კვარაცხელიას დაჯილდოების  ემოციურ კადრებს გვიზიარებს – რა ჯილდო ერგო ამჯერად ხვიჩას?

 

“საქართველოს მძიმე პერიოდები ელის…” – ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

92 წლის ასაკში გარდაიცვალა კაცი, რომელმაც 9 მილიარდიანი ქონება ანონიმურად დაარიგა ქველმოქმედების სახით და დაიტოვა მხოლოდ 2 მილიონი, რათა მას და მის მეუღლეს პენსია ჰქონოდათ!..

“ამხელა ხალხს, ამ ვიდეოში ვინც ხართ, ცოტა ტვინი მაინც არ გეყოთ რომ უ ა რ ი გეთქვათ ამ ფრაზის წარმოთქმაზე?…”- რას წერს ბაკურ სვანიძე (ვიდეო)

საქართველოში ამინდი გაუარესდება – გარემოს ეროვნული სააგენტო პროგნოზს აქვეყნებს

ბედნიერების მწვერვალზე ვიყავი როცა შენ მყავდი გვერდით! მძულს და მეზიზღება ყოველი დღე და ყოველი წამი უთქვენოთ… – რამაზ დავლაძის ემოციური გზავნილი

“სიკვდილი არ არსებობს! მეცნიერების საშიში აღმოჩენა”

(ვიდეო) “გუშინ დავკრძალე ჩემი 35 წლის ვაჟი, სამშაბათს ოპერაცია უნდა გაეკეთებინა და კვირას გაუსკდა გულის აორტა… გეტყვით, რატომ ვარ ახლა ეთერში” – დავით თარხან-მოურავი

ვინ არიან და როგორ გამოიყურებიან ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალების ქალიშვილები – ჰგვანან თუ არა დედებს

Cesko