ვინ არიან და როგორ გამოიყურებიან ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალების ქალიშვილები – ჰგვანან თუ არა დედებს

0
2788
53 Views

ძვე­ლი თა­ო­ბის ულა­მა­ზეს ქარ­თველ ქა­ლებ­ზე არა­ერ­თი სტა­ტია და­წე­რი­ლა. ცნო­ბი­ლე­ბი არი­ან მათი შვი­ლე­ბი, მაგ­რამ არა ყვე­ლა­სი. გა­დავ­წყვი­ტეთ, დღეს იმ მსა­ხი­ო­ბე­ბის შვი­ლებ­ზე მოგ­ვე­ყო­ლა, რომ­ლე­ბიც ის­ტო­რი­ას სა­მუ­და­მოდ შე­მორ­ჩნენ. სტა­ტი­ა­ში მო­გი­თხრობთ იმ ქა­ლებ­ზე, რომ­ლებ­საც ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი შე­ე­ძი­ნათ. არ გვინ­და, რომ მკი­თხველ­მა იფიქ­როს, გა­მოგ­ვრჩა ისე­თი ლა­მა­ზი და ღირ­სე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ დოდო ჭი­ჭი­ნა­ძე, ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე, ლე­ი­ლა აბა­ში­ძე და სხვე­ბი…

ულა­მა­ზე­სი კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის მა­მი­და ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი – ნატო ვაჩ­ნა­ძე გახ­ლდათ. კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვილს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. ნინა კა­ლან­და­ძე ჟურ­ნა­ლისტ ლიკა ევ­გე­ნი­ძის დე­დაა. მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლი, ქეთი ყი­ა­საშ­ვი­ლი ძა­ლი­ან ჰგავს დე­დას.

კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი
კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი და ქეთი ყი­ა­საშ­ვი­ლი
ნინა კა­ლან­და­ძე შვი­ლიშ­ვილ­თან – ლიკა ქორ­ქი­ას შვილ­თან ერ­თად

მშვე­ნი­ერ ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვილს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან მსა­ხი­ო­ბი ნა­ნუ­კა ხუს­კი­ვა­ძე შე­ე­ძი­ნა, მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში კახი კავ­სა­ძეს­თან ვაჟი, ირაკ­ლი კავ­სა­ძე, რო­მე­ლიც ახლა ოჯახ­თან ერ­თად ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს

ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი და ნა­ნუ­კა ხუს­კი­ვა­ძე
ირაკ­ლი კავ­სა­ძე ოჯახ­თან ერ­თად
ირინ­კა კავ­სა­ძე – კახი კავ­სა­ძი­სა და ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი

-0:01

მსა­ხი­ობ ოთარ კო­ბე­რი­ძის და ლია ელი­ა­ვას ქა­ლიშ­ვი­ლი ნანა კო­ბე­რი­ძე რამ­დე­ნი­მე თვის წინ ნა­ად­რე­ვად გარ­და­იც­ვა­ლა. ნანა პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რი იყო, ფო­ტოგ­რა­ფი­ი­თაც იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი. მას ერთი შვი­ლი, ანკა მან­ჯგა­ლა­ძე დარ­ჩა. ნანა კო­ბე­რი­ძე მძი­მე სენს ებ­რძო­და.

ლია ელი­ა­ვა და ოთარ კო­ბე­რი­ძე
ლია ელი­ა­ვა

 

 

ნანა კო­ბე­რი­ძე

მე­დეა ჩა­ხა­ვას სპორ­ტულ კო­მენ­ტა­ტორ კოტე მა­ხა­რა­ძეს­თან წლე­ბის წინ მშვე­ნი­ე­რი მაკა მა­ხა­რა­ძე შე­ე­ძი­ნა. მსა­ხი­ო­ბის ვაჟი გახ­ლავთ რე­ჟი­სო­რი თე­მურ ჩხე­ი­ძე. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნოთ ისიც, რომ ქალ­ბა­ტონ მე­დე­ას ორი ულა­მა­ზე­სი მსა­ხი­ო­ბი შვი­ლიშ­ვი­ლი, ნატა მურ­ვა­ნი­ძე და ეკა ჩხე­ი­ძე ჰყავს.

მე­დეა ჩა­ხა­ვა და კოტე მა­ხა­რა­ძე შვი­ლებ­თან – მა­კას­თან და ივი­კოს­თან ერ­თად
მე­დეა ჩა­ხა­ვა
მე­დეა ჩა­ხა­ვა მაკა მა­ხა­რა­ძე და ნატო მურ­ვა­ნი­ძე

 

მე­დეა ჩა­ხა­ვა და ნატა მურ­ვა­ნი­ძე

ულა­მა­ზე­სი ლე­ი­ლა ყი­ფი­ა­ნი, რო­მელ­საც მისი რო­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხა­ტი­ა­საც კი ეძახ­დნენ, წლე­ბის წინ კი­ნოს ჩა­მო­შორ­და და ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის გაყ­ვა ცო­ლად. მსა­ხი­ობს ორი ულა­მა­ზე­სი ქა­ლიშ­ვი­ლი – სკან­და­ლუ­რად ცნო­ბი­ლი ანა და ფსი­ქო­ლო­გი მა­ი­კო ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი შე­ე­ძი­ნა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია ერ­თა­დერ­თი რო­ლით. მა­ი­კომ ბავ­შვო­ბა­ში ფილმში “იავ­ნა­ნამ რა ჰქმნა” ქე­თოს როლი შე­ას­რუ­ლა.

ლე­ი­ლა ყი­ფი­ა­ნი და ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი
ანა და მაია ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი

მა­რი­ნე თბი­ლელსქორ­წი­ნე­ბი­დან ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ბაია დვა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა. ბაია ძა­ლი­ან ჰგავს ცნო­ბილ დე­დას და ახა­ლი თა­ო­ბის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბია.

მა­რი­ნე თბი­ლე­ლი და ბაია დვა­ლიშ­ვი­ლი

ამ­ჟა­მად რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი წარ­მო­შო­ბის ულა­მა­ზე­სი მსა­ხი­ო­ბის, ია ნი­ნი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი ნინა ნი­ნი­ძე ორი წლის წინ დედა გახ­და.

ია ნი­ნი­ძე და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი
ნინა ნი­ნი­ძე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

 

ულა­მა­ზეს ლი­ა­ნა ასა­თი­ანს ორი შვი­ლი ლექ­სო და ნინო თო­რა­ძე­ე­ბი შე­ე­ძი­ნა. მისი დე­დო­ბის გზა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, მისი ვაჟი პი­ა­ნის­ტი ლექ­სო თო­რა­ძე სა­ცხოვ­რებ­ლად უცხო­ეთ­ში დარ­ჩა, რის შემ­დე­გაც წლე­ბი ვერ ნა­ხუ­ლობ­და მსა­ხი­ო­ბი შვილს.

ლი­ა­ნა ასა­თი­ა­ნი
ლექ­სო და ნინო თო­რა­ძე­ე­ბი

ლე­გენ­და­რუ­ლი დედა-შვი­ლი ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე და სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი, რომ­ლებ­მაც ქარ­თულ კი­ნო­ში ერ­თგვა­რი ეპო­ქა შექ­მნეს.

ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე და სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი

 

უბე­რე­ბე­ლი ნანი ბრეგ­ვა­ძე შვილ­თან, მომ­ღე­რალ ეკა მა­მა­ლა­ძეს­თან და შვი­ლიშ­ვილ­თან ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძეს­თან ერ­თად. სცე­ნის დე­დოფ­ლის ორი თა­ო­ბა ნა­ნის კვალს გაჰ­ყვა.

ქე­თე­ვან კიკ­ნა­ძე რე­ჟი­სორ გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის მე­უღ­ლე იყო, რო­დე­საც ლე­გენ­და­რულ ფილმში, „დათა თუ­თაშ­ხია“ ბე­ჩუ­ნის როლი ითა­მა­შა. ლე­გენ­და­რულ წყვილს სამი ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა. მათი ერთ-ერთი ქა­ლიშ­ვი­ლის, ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის შვი­ლი ქეთი წიქ­ვა­ძე ბე­ბი­ის კვალს გაყ­ვა და მსა­ხი­ო­ბია. ის პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ალ “ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან” გახ­და, სა­დაც “ლე­კას” თა­მა­შობს.

ქე­თე­ვან კიკ­ნა­ძე
ქე­თე­ვან კიკ­ნა­ძე და გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე შვი­ლებ­თან და შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად

 

ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და ქეთი წიქ­ვა­ძე

 

მსოფ­ლიო დო­ნის უმ­შვე­ნი­ე­რეს პრი­მა ბა­ლე­რი­ნას ნინო ანა­ნი­აშ­ვილს ქა­ლიშ­ვი­ლი, ელე­ნე ვა­შა­ძე კა­რი­ე­რის მი­წუ­რულს შე­ე­ძი­ნა. თუმ­ცა მშო­ბი­ა­რო­ბას ხელი არ შე­უშ­ლია, რომ ძვე­ლე­ბუ­რად გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა საყ­ვა­რე­ლი საქ­მე.

 

წყარო: www.ambebi.ge

სხვა ახალი ამბები:

(ვიდეო) “გუშინ დავკრძალე ჩემი 35 წლის ვაჟი, სამშაბათს ოპერაცია უნდა გაეკეთებინა და კვირას გაუსკდა გულის აორტა… გეტყვით, რატომ ვარ ახლა ეთერში” – დავით თარხან-მოურავი

“სიკვდილი არ არსებობს! მეცნიერების საშიში აღმოჩენა”

საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგანგებო განცხადება: “დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა 3 დღით შეიზღუდება”

 

Cesko