საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგანგებო განცხადება: “დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა 3 დღით შეიზღუდება”

საავტომობილო გზების დეპარტამენტი სოციალურ ქსელში ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ის დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობის შეზღუდვას ეხება. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ254-კმ259 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 2023 წლის 3 დეკემბრის 09:00 სთ-დან, 5 დეკემბრის 21:00 სთ-მდე. დროის აღნიშნულ პერიოდში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო … ვრცლად საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგანგებო განცხადება: “დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა 3 დღით შეიზღუდება”

in_temp=0 -->