(ვიდეო) “გუშინ დავკრძალე ჩემი 35 წლის ვაჟი, სამშაბათს ოპერაცია უნდა გაეკეთებინა და კვირას გაუსკდა გულის აორტა… გეტყვით, რატომ ვარ ახლა ეთერში” – დავით თარხან-მოურავი

December 2, 15:25
0
3305

და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვის სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა. იო­რამ თარ­ხან-მო­უ­რა­ვი უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობ­და და გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებ­და. ახალ­გაზ­რდა კაცი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბას გეგ­მავ­და.

პო­ლი­ტი­კოს­მა ისა­უბ­რა იმ მი­ზე­ზებ­ზე, რის გამო მი­მარ­თვის გავ­რცე­ლე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გა­და­წყვი­ტა, რომ­ლემ­ბაც სხვა­დას­ხვა დროს უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი და­კარ­გეს.

და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვი:

– მე ახლა სა­ერ­თოდ არ უნდა ვიყო ეთერ­ში დღეს, გუ­შინ დავ­კრძა­ლე ჩემი 35 წლის ვაჟი, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ… და რა­საც ვი­ტყვი, იქი­დან გა­მოჩ­ნდე­ბა, რა­ტომ ვარ ეთერ­ში. მე მყავს ერთი სერ­ბი მე­გო­ბა­რი, ბერი. სა­ქარ­თვე­ლოს ხში­რი სტუ­მა­რია და მისი ის­ტო­რია მინ­და მოვ­ყვე. ის არ ყო­ფი­ლა ბერი, იყო დიპ­ლო­მა­ტი, ერის­კა­ცი, ახალ­გაზ­რდა შვი­ლი ჰყავ­და. ჩემი ვაჟი გუ­ლის პრობ­ლე­მით გარ­და­იც­ვა­ლა. აორ­ტა გა­უს­კდა გუ­ლის და ამ ბე­რის შვი­ლიც იგი­ვე და­ა­ვა­დე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. შვი­ლი რომ და­ე­ღუ­პა ამ კაცს, ღმერ­თს ეჩხუ­ბე­ბო­და, ღვთის­მშო­ბელს, ეუბ­ნე­ბო­და რა­ტომ წა­მარ­თვი შვი­ლი.

ერთხელ ჰყვე­ბა, დი­ლის 5 სა­ა­თია და უცებ ვხე­დავ ღვთის­მშო­ბელ­სო. მაჩ­ვე­ნებს გარ­დაც­ვლილს შვილს, თით­ქოს ცო­ცხა­ლია, მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან ზის, მი­დის მოყი­ნულ გზა­ზე, მან­ქა­ნა სრი­ალ­დე­ბა და გა­ჩე­რე­ბა­ზე მდგომ ქალ­სა და ეტ­ლი­ან ბავ­შვს ეჯა­ხე­ბა. ამის შემ­დეგ ბავ­შვს კლავს, შემ­დეგ მე­ო­რე სცე­ნა, მისი შვი­ლი ცი­ხე­შია, სა­დაც ცი­ხე­ში კლა­ვენ, ჩხუ­ბის დროს. ამის შემ­დეგ წა­ვი­და სა­სუ­ლი­ე­რო ცხოვ­რე­ბა­ში და ბერი გახ­და.

ორი წლის წინ, ჩვენს თა­ნა­მებ­რძოლ ირმა ინაშ­ვილს ავა­რი­ა­ში ძმა და­ე­ღუ­პა, კოტე ინაშ­ვი­ლი. ძა­ლი­ან დიდი წუ­ხი­ლი იყო, ირმა ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და. 40 დღის შემ­დეგ კოტე და­ე­სიზ­მრა და უთხრა, მე ახლა სა­დაც ვარ, უკე­თე­სად ვარ, ვიდ­რე ვი­ყა­ვიო. მე მყავს მე­გობ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც შვი­ლი და­კარ­გეს. აქამ­დე თუ ვა­ნუ­გე­შებ­დი მე­უბ­ნებ­დო­ნენ, შენ რა იცი, ეს არ გაქვს გან­ცდი­ლიო. მე ახლა ვიცი, რას ნიშ­ნავს შვი­ლი და­კარ­გოს კაც­მა. ჩვენს შვილს არ კლავს ღმერ­თი, შვილს ეშ­მა­კი გვარ­თმევს.

ჩემი შვი­ლი ორ­შა­ბათს უნდა უნდა და­წო­ლი­ლი­ყო სა­ა­ვამდყო­ფო­ში, სამ­შა­ბათს ოპე­რა­ცია გა­ე­კე­თე­ბი­ნა და კვი­რას გა­უს­კდა გუ­ლის აორ­ტა. ოთხი თვის წინ და­ვად­გი­ნეთ, რომ ეს პრობ­ლე­მა ჰქონ­და. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ჩემ­მა შვილ­მა 35 წელი იცხოვ­რა ღირ­სე­უ­ლად და და­ტო­ვა უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი.

პატ­რი­არ­ქმა მო­მი­სამ­ძიმ­რა, ოც­და­ხუთ­მა ეპის­კო­პოს­მა მო­მი­სამ­ძიმ­რა და თერ­თმეტ­მა ეპის­კო­პოს­მა მო­ვი­და და პა­ნაშ­ვი­დი გა­და­უ­ხა­და. ქალ­ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტიც იყო, დიდი მად­ლო­ბა მას. იყ­ვნენ თა­ნამ­დე­ბო­ბის სხვა­დას­ხვა პი­რე­ბიც. ვუ­სამ­ძიმ­რებ დე­დებს, ჩემს მე­უღ­ლეს და დე­დებს. დედა ზრდის შვილს, ეს უნდა გვეს­მო­დეს. განა მა­მას არა­ნა­ი­რი წვლი­ლი არ მი­უ­ძღვი­უს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი დე­დას მი­უ­ძღვის.

სხვა ახალი ამბები:

“სიკვდილი არ არსებობს! მეცნიერების საშიში აღმოჩენა”

საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგანგებო განცხადება: “დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა 3 დღით შეიზღუდება”

“გეკითხებით ყველას, პირველ რიგში პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული: რა დავაშავე ისეთი, რომ ასე მამცირებენ?! მე ასეთი საქართველოსთვის არ მიბრძოლია….” – რა შეემთხვა ლუკა კურტანიძეს

„სააკაშვილმა მითხრა, მე მოცარტი ვარ და გიგა – სალიერიო… მოვიდოდა და ითხოვდა, გვეთქვა, რომ ყველას ისევ გვიყვარს” – თამარამ მიშას უცნობი ახირებები გამოფინა

“გილოცავთ დაქორწინებას” – ამერიკაში, სარეკლამო მონიტორზე გიული ალასანიას და გიორგი ჩალაძის ფოტოები გაუშვეს (ვიდეო)

„კაბუ გაქცეული იყო საფრანგეთში იმიტომ, რომ რაღაცას ღიღინებდა ბიძინას და ბერას მიმართულებით – რას გავხართ ყველა…“ – მიშა მშვილდაძეს უცნაური აზრები მოეძალა

„დღეს ამის გაკეთება ძალიან ტრენდული გახდა ბავშვებში, ნუ სტრესავთ პატარებს!“ – რის შესახებ აფრთხილებს კატეგორიულად  ქართველი პროფესორი მშობლებს 

Cesko