ქართველ პოლიტიკოსის, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. დავით თარხან-მოურავის ვაჟი იორამ თარხან- მოურავი გარდაიცვალა. როგორც პოლიტიკოსი წერს ახალგაზრდას გარდაცვალების მიზეზი გულის ანევრიზმა გახდა.
“ხელი მიკანკალებს, ამას რომ ვწერ, მაგრამ იმდენი ადამიანი მიკავშირდება, გადავწყვიტე დავწერო. დღეს უცაბედად გარდაიცვალა დავით თარხან-მოურავის ვაჟი იორამ თარხან- მოურავი. უკარგესი ადამიანი. უწესიერესი, უბოროტო და ღირსეული ბიჭი. იორამი 35 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზი გულის ანევრიზმაა. მომავალ კვირაში ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი. იორამი ცხოვრობდა საზღვარგარეთ და ჯერ ზუსტად ვერ ვწერ, როდის ჩამოვასვენებთ, სად დავასვენებთ და როდის იქნება პანაშვიდი და გასვენება.
ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო… ჩვენი შვილები უნდა წერდნენ ჩვენი გარდაცვალების შესახებ და მე ვწერ… აღარ მესმის არაფერი… რატომ…” – წერს ირმა ინაშვილი.
ტრაგედიას ეხმიანება ჟურნალისტი ლალი მოროშკინა:
,,როცა შენს მეგობარს შვილი უკვდება,
შენშიც რაღაც ნაწილი კვდება…
დათო თარხან-მოურავი,
კეთილი და ტკბილი ადამიანი დღეს ჭირისუფალია…”
სხვა ახალი ამბები:
https://split.spnews.io/archives/182122