15 წლის ასაკში, ბებია-ბაბუის მოკვლის შემდეგ, ედ კემპერმა ერთი წლის განმავლობაში რვა ქალი მოკლა, შემდეგ კი მათ სხეულებს ხშირად ანაწევრებდა და ასახიჩრებდა.
ედ კემპერი ბავშვობიდანვე კლავდა ცხოველებს, დების თოჯინებს თავი მოჰკვეთა და შემაშფოთებელი თამაშები გამოიგონა. 15 წლის ასაკში მან მოკლა ბებია და ბაბუა.
ედ კემპერი იყო სერიული მკვლელი, რომელიც აუპატიურებდა გვამებს, ასახიჩრებდა ცხედრებს და მსხვერპლთა თავებს ეზოში კრძალავდა.
10 წლის ასაკში კემპერის შემაშფოთებელი ქცევა ძალადობაში გადაიზარდა. მას შემდეგ, რაც მამამ ოჯახი დატოვა, ახალგაზრდა ბიჭმა ოჯახის ორივე კატა მოკლა. მან ერთი კატა ცოცხლად დამარხა, მოგვიანებით კი თავი მოჰკვეთა.
ამასობაში, მეუღლის გარეშე დარჩენილმა კემპერის დედამ დაიწყო აგრესია მოზარდ შვილზე. მან ის სარდაფში დააძინა. დედა რეგულარულად სცემდა და შეურაცხყოფას აყენებდა მას და ეუბნებოდა, რომ არც ერთი ქალი შეიყვარებდა.
14 წლის კემპერი დედის სახლიდან მამასთან საცხოვრებლად გაიქცა. მაგრამ იმ დროისთვის მამამისი სხვა ქალზე დაქორწინდა და შვილი საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან გაგზავნა. კემპერს ბებია-ბაბუასთან ცხოვრება არ უნდოდა.
ბებიასთან არაერთი შეხლა-შემოხლის შემდეგ, კემპერი უფრო და უფრო აგრესიული გახდა.
„მე არ შემეძლო იქ ცხოვრება, ეს ციხეში ყოფნას ჰგავდა. მე გავხდი მოსიარულე ბომბი და ბოლოს ავფეთქდი“, – თქვა მან.
1964 წლის 27 აგვისტოს, ერთ-ერთი ჩხუბის დროს, კემპერმა ბებიას თავში ბაბუის 22-კალიბრიანი თოფი ესროლა. ამის შემდეგ კი თოფი ბაბუას ესროლა, როდესაც კაცი სახლში ბრუნდებოდა.
ორივეს გარდაცვალების შემდეგ დედას დაურეკა და ყველაფერი აღიარა. შემდეგ კემპერი გაგზავნეს ატასკადეროს სახელმწიფო საავადმყოფოს კრიმინალი გიჟების განყოფილებაში. იქ ექიმებმა დაადგინეს, რომ კემპერს ჰქონდა პარანოიდული შიზოფრენია – ასევე ძალიან შთამბეჭდავი IQ.
მაგრამ ჩადენილი დანაშაულების მიუხედავად, ედ კემპერი საავადმყოფოში მხოლოდ რამდენიმე წელი დარჩა. 1969 წელს 21 წლის იუბილეზე ის გაათავისუფლეს. შემდეგ კემპერი დედასთან წავიდა საცხოვრებლად.
ედ კემპერს დიდი დრო არ დასჭირდა, ისევ მკვლელობები დაეწყო. თავიდან ცდილობდა, ნორმალური ცხოვრებით ეცხოვრა. სამსახურიც დაიწყო ტრანსპორტის დეპარტამენტში.
კალიფორნიის გარშემო მოგზაურობისას, კემპერი ავტოსტოპით გადაჰყავდა ქალები.
„თავიდან გოგოებს ვირჩევდი მხოლოდ მათთან სასაუბროდ, მხოლოდ ჩემი ასაკის ადამიანების გაცნობისა და მეგობრობის დამყარების მიზნით“, – თქვა კემპერმა.
მან 100-ზე მეტი გოგონა ინციდენტის გარეშე გადაიყვანა. როდესაც მოგვიანებით ჰკითხეს, რა ფიქრები ჰქონდა გონებაში, როდესაც ლამაზ გოგონას ხედავდა, კემპერმა თქვა: „ჩემი ერთი მხარე ამბობდა: „ვაი, რა მიმზიდველი „წიწილაა“, მე მინდა მასთან საუბარი. ჩემი მეორე მხარე ამბობდა: „მაინტერესებს როგორ გამოიყურება მისი თავი ჯოხზე“
1972 წლისთვის კემპერმა კვლავ დაიწყო ძალადობა. პირველად, გაუპატიურების მიზნით ორი გოგონა აიყვანა და ტყის პირს მიიყვანა. შემდეგ ის პანიკაში ჩავარდა – დანა დაარტყა და დაახრჩო ორივე ქალი. ამის შემდეგ გვამი სახლში წაიღო, გააუპატიურა ისინი და შემდეგ დაანაწევრა. მოგვიანებით, ედ კემპერის მსხვერპლი მთის მახლობლად ხევში იპოვეს გადაგდებული.
რამდენიმე მკვლელობის შემდეგ, 1973 წლის 20 აპრილს კემპერმა დედამისი ჩაქუჩით მოკლა მაშინ, როდესაც ქალს ეძინა. შემდეგ თავი მოკვეთა და გააუპატიურა.
თითქოს ეს საკმარისი არ იყო, კემპერმა დედას ამოაჭრა ენა და ხორხი და ნაგვის ურნაში მოათავსა.
„ეს მიზანშეწონილი იყო, რამდენადაც იგი ყვიროდა და მიყვიროდა ამდენი წლის განმავლობაში”,- თქვა კემპერმა.
კიდევ უფრო შოკის მომგვრელი ამბავი ის არის, რომ დედის მკვლელობის შემდეგ, მან სახლში მიიწვია დედის საუკეთესო მეგობარი, სალი ჰალეტი და ისიც მოკლა. კემპერს გეგმაში ჰქონდა, რომ ყველასთვის ეთქვა, თითქოს დედამისი და მისი მეგობარი დასასვენებლად ერთად წავიდნენ.
შემდეგ ის კოლორადოში გაემგზავრა, დარწმუნებული იყო, რომ მკვლელობის შესახებ მალე ყველა გაიგებდა, თუმცა ახალ ამბებში არაფერი იყო ამის შესახებ. ამის შემდეგ, კემპერმა სატელეფონო ჯიხურიდან პოლიცია გამოიძახა და ყველაფერი აღიარა.
კემპერი დააკავეს და გაასამართლეს პირველი ხარისხის მკვლელობის რვა მუხლით. კემპერმა ორჯერ სცადა თვითმკვლელობა და სიკვდილით დასჯაც კი მოითხოვა, მაგრამ, საბოლოოდ, შვიდი ერთდროული სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
გისოსებს მიღმა ყოფნის ადრეულ წლებში კემპერმა ნებით მიიღო მონაწილეობა მრავალ ინტერვიუში ჟურნალისტებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან.
წყარო – “პრაიმ ტაიმი”
სხვა ახალი ამბები:
https://split.spnews.io/ka/archives/182039
აშშ-ში ქართველები დააკავეს – ვინ არიან და რა ედებათ ბრალად დაკავებულებს?! (ვიდეო)
VIDEO: მანქანა, რომელშიც ცოლ-ქმარი იყო ხევში გადავარდა – ყაზბეგში მომხდარი შემთხვევის დეტალები
“მშვენიერი, დახვეწილი და გემოვნებიანი” – უმშვენიერესი ნინო გაჩეჩილაძის საშემოდგომო ფოტოსესია