ყველაზე განათლებულ თურქ მსახიობად აღიარებული ქალის მძიმე ცხოვრება – ბრძოლა მძიმე სენთან და სხვა უცნობი ამბები ვაჰიდე პერჩინის შესახებ

November 20, 21:35
0
1707

ვაჰიდე პერჩინი თურქული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა წარმომადგენელია. ის თურქეთის ყველა დროის ყველაზე ნიჭიერ და წარმატებულ მსახიობად მიიჩნევა.

ვაჰიდე პერჩინს საზოგადოება ვაჰიდე გიორდუმის სახელით იცნობს, გიორდუმი მისი ქმრის გვარი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც მსახიობი მეუღლეს დაშორდა, თავისი გვარი დაიბრუნა. 58 წლის მსახიობმა თურქულ ფილმებსა და სერიალებში არაერთი დასამახსოვრებელი კინოგმირი შექმნა და დღეს მისი მაგალითით ახალი თაობის მსახიობებს ასწავლიან სამსახიობო ხელოვნებას.

ვაჰიდეს ქართველი მაყურებელი არაერთი სერიალით იცნობს, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა სერიალმა „დიდებულმა საუკუნემ“, სადაც ჰიურემ სულთანის როლს ასრულებდა. მსახიობი მონაწილეობდა ასევე სერიალებში „დედა“, „ფერიჰას საიდუმლო“, “ქვიშის სასახლე” და ა.შ.

ერთ-ერთი ბოლო კინოროლი გახმაურებულ სერიალს, „ერთხელ ჩუქუროვას“ უკავშირდება. ის სატელევიზიო შოუში ჰიუნქარ იამანის როლს ასრულებდა. მართალია, სერიალში მისი გმირი მოკვდა, თუმცა მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული მოიპოვა და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

ვაჰიდე იზმირში დაიბადა. მისი მამა სატვირთოს მძღოლი იყო, ხოლო დედა დიასახლისი იყო. უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა მოგვიანებით ამ არჩევანზე უარი თქვა და სამსახიობო ხელოვნების შესწავლა დაიწყო. მოგვიანებით ის ადანას თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი გახდა და თავისი ნიჭით მალე მოახერხა შოუ-ბიზნესში ყურადღების მიპყრობა.

ვაჰიდეს ცხოვრებაში ბევრი რთული პერიოდი იყო, მათ შორის ერთ-ერთი მის დაავადებას უკავშირდება. 2013 წელს მსახიობს მკერდის სიმსივნე დაუდგინდა, თუმცა ჩვეული მტკიცე ხასიათი ამ რთულ მომენტშიც გამოავლინა და მძიმე სენს მედიკოსების დახმარებით მალე მოერია.

ვაჰიდეს ერთი შვილი, ალიზე გიორდუმი ჰყავს. გოგონა პროფესიით ფსიქოლოგია, თუმცა როგორც ჩანს, პოპულარული დედის გავლენას ვერ გაურბის და რამდენიმე ეპიზოდური როლით მოგვევლინა სხვადასხვა სერიალში.

სხვადასხვა პერიოდში ვაჰიდე თურქეთის საუკეთესო ქალი მსახიობის ტიტულის მფლობელი გახდა. 2007 წელს ადანას საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე მას საუკეთესო ქალი მსახიობი გახდა.

სხვა ახალი ამბები:

“მშვენიერი, დახვეწილი და გემოვნებიანი” – უმშვენიერესი ნინო გაჩეჩილაძის საშემოდგომო ფოტოსესია

91 წლის ბებოს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა

„ზურაბიშვილი როგორი მართმადიანიცაა, ისეთივე პოლიტიკოსი აღმოჩნდა“ – გოგა ხაინდრავა

 

როგორია ახლა კოსტა სანიკიძის მდგომარეობა – უახლესი ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ საავადმყოფოდან

(ვიდეო) ” სირცხვილია, კინაღამ დახოცეს ერთმანეთი ჩემოდნების გამო…“ – „შავ პარასკევს“ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გადაღებული კადრები ნახვების რეკორდს ხსნის

თემურ ალასანია: რატომ ვამბობთ საჯაროდ უარს არამშვიდობიან გზაზე? სად გინახავთ ისტორიაში ძალით წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი შელოცვების გზით დაბრუნება?

 

 

ქალაქი, რომელიც მზის სინათლეს 66 დღის განმავლობაში ვეღარ იხილავს და რატომ

10 საგანი, რომელსაც სახლში წარუმატებლობა მოაქვს – მოიშორეთ ისინი!

ამოირჩიე სახე, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს და გაიგე შენი ჩახშობილი მიდრეკილებების შესახებ

დედასთან შეხვედრა 2 წლიანი განშორების შემდეგ და კლასელი გოგონას რეაქცია, რომელიც აგატირებთ (ვიდეო)

 

Cesko