„ზურაბიშვილი როგორი მართმადიანიცაა, ისეთივე პოლიტიკოსი აღმოჩნდა“ – გოგა ხაინდრავა

November 20, 12:02
0
455

კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობას ეხებოდა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი როგორი მართმადიანიცაა, ისეთივე პოლიტიკოსი აღმოჩნდა.

„ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადება იყო, რადგან არც ჩვენ ვართ გულმავიწყი და არც ქართველი ამომრჩეველი და საერთოდ, არც – მსოფლიო, რომ არ ახსოვდეს, რა გზით მივიდა იმ სავარძლამდე, სადაც თავად ზის. ყველას ახსოვს ის, პლაკატები, მხარდაჭერა. მე კი არ მახსოვს, მე მაგის მონაწილე ვარ – პირდაპირ, ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი. მთელი საქართველო მოვიარეთ მაშინ. პირველი ტურის შედეგიც გვახსოვს და შემდეგიც.

მაინტერესებს, არჩევნების დროს თუ არ იყო ბიძინა ივანიშვილი ოლიგარხი, ახლა რამ გააოლიგარხა?! რა განსხვავებაა, იმ წელსა და ამ წელს შორის, გარდა იმისა, რომ პოლიტიკაში აღარ მონაწილეობს?! ყველამ კარგად ვიცით, ვინც გათვითცნობიერებულია ამ საქმეში, რომ არანაირი კავშირი არ აქვს დღეს არა მარტო პოლიტიკასთან, არამედ პოლიტიკოსებთან და ძალიან ბევრ ადამიანთან, ვისთანაც აქამდე კავშირი ჰქონდა. ძალიან ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს“, – განაცხადა გოგა  ხაინდრავამ.

სხვა ახალი ამბები:

როგორია ახლა კოსტა სანიკიძის მდგომარეობა – უახლესი ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ საავადმყოფოდან

(ვიდეო) ” სირცხვილია, კინაღამ დახოცეს ერთმანეთი ჩემოდნების გამო…“ – „შავ პარასკევს“ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გადაღებული კადრები ნახვების რეკორდს ხსნის

ქალაქი, რომელიც მზის სინათლეს 66 დღის განმავლობაში ვეღარ იხილავს და რატომ

 

10 საგანი, რომელსაც სახლში წარუმატებლობა მოაქვს – მოიშორეთ ისინი!

ამოირჩიე სახე, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს და გაიგე შენი ჩახშობილი მიდრეკილებების შესახებ

დედასთან შეხვედრა 2 წლიანი განშორების შემდეგ და კლასელი გოგონას რეაქცია, რომელიც აგატირებთ (ვიდეო)

Cesko