32 Views
თბილისი-მოსკოვის პირდაპირი რეისი 28 იანვარს, დილის 10 საათზე შესრულდება.
28 იანვარს Georgian Airways-მა თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენა დანიშნა.
ინფორმაციას ამის შესახებ ავიაკომპანია თავის Facebook გვერდზე ავრცელებს.
როგორც ავიაკომპანიაში „პუბლიკას“ განუცხადეს, პირდაპირი რეისი რეგულარული არ იქნება და მხოლოდ ერთჯერადია. ბილეთის ფასი კი 800 ლარის ფარგლებში იქნება.
რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს შეაჩერა.