კრიმინალური ვენდეტა: გურამი 9 წლის იყო როცა მშობლები თვალწინ მოუკლეს, 20 წლის შემდეგ იძია შური

January 26, 12:34
0
618
12 Views

დღეს ქურდულ სამყაროში საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობს ქუთაისელი „კანონინიერი ქურდის“, ავთანდილ ჩიხლაძის ვაჟი, გურამ ჩიხლაძე, იგივე „კვეჟოვიჩი“.

მას სამართალდამცველებთან პრობლემები არაერთხელ შეჰქმნია. 2015 წელს მის დასაპატიმრებლად მოსკოვის მილიციამ ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციაც კი ჩაატარა, თუმცა, როგორც რუსული მედია იუწყება, მაშინ „კვეჟოვიჩმა“ მილიციას მასტერკლასი ჩაუტარა და ალყიდან დაძვრა. სპეცოპერაცია მოსკოვის სანაპიროზე მდებარე რესტორან „ხინკალნაიაში“ ჩატარდა, სადაც ჩიხლაძე 30 წლის იუბილეს აღნიშნავდა.

„რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ორგანიზებულ დანაშაულთან მებრძოლმა ჯგუფმა, სტუმრად მისული 37 პირი დააკავა, მათ შორის ბურიატიიდან ჩასული „საპატიო“ სტუმრებიც. თავად „კვეჟოვიჩმა“ რუს პოლიციელებს მასტერკლასი ჩაუტარა და მათ მიერ ორგანიზებული ალყიდან „ქურდულად“ გაიპარა“, – წერდა რუსული პრესა.

გურამ ჩიხლაძის სახელს, ასაკის მიუხედავად, საკმაოდ სკანდალური კრიმინალური ისტორია უკავშირდება…

1994 წელს 9 წლის გურამ ჩიხლაძის თვალწინ ჩაცხრილეს დედა და მამა – ცნობილი „კანონიერი ქურდი“ ავთო ჩიხლაძე, იგივე „კვეჟო“.

შემთხვევა მოსკოვში, ჩიხლაძეების ბინაში მოხდა. მაშინ თავდამსხმელებმა, ასევე, ესროლეს 9 წლის გურამ ჩიხლაძესაც, თუმცა ის სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

ჩიხლაძეების ოჯახზე თავდასხმამ მაშინ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ვრცელდებოდა სხვადასხვა ვერსიები, თუმცა რეალური მკვლელის ამოცნობა მხოლოდ გადარჩენილ მცირეწლოვანს შეეძლო.

ზუსტად 20 წლის შემდეგ კი მან შურისძიება გადაწყვიტა…

Cesko